საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრში (ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, 30 მაისს დაგეგმილია საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური გუნდის წარდგენა.
შეგახსენებთ, 2024 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.











