პირველად ისტორიაში, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. აღნიშნული ტურნირის საგზური ჩვენმა გუნდმა მალტაში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიოს თასის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიასთან გამარჯვებით მოიპოვა.
საქართველომ გერმანიას 19:13 მოუგო და ფინალში იასპარეზებს.
გერმნიას ბესარიონ ახვლედიანმა 4, სტეფან პიეშივაცმა და ხვიჩა ჯახაია კი 3 -3 გოლი გაუტანეს, 2-2 ბურთი საბა ტყეშელაშვილის და ნიკა შუშიაშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი ვატო დადვანმა, ანდრია ბითაძემ, დუშან ვასიჩმა, იოვან სარიჩმა და გიორგი მესხმა გაიტანეს.
ფინალი 13 აპრილს გაიმართება, საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება.
რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველ მატჩში თურქეთთან წააგო, შემდეგ ბრაზილიას და სლოვანიას მოუგო, პლეი ოფში კი თურქეთთან და უკრაინასთან გაიმარჯვა.
მსოფლიო თასზე ავსტრალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო, ესპანეთი და საქართველო იასპარეზებენ. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.









