სერია ა-ს მეხუთე ტურში რომამ საკუთარ კედლებში მიიღო უდინეზე, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, "ჯალოროსიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელე დე როსი გაუშვა. "ზებრებთან" მატჩამდე, ამ გუნდის ანგარიშზე 2 წაგება და 2 ფრე იყო.
იტალიელი სპეციალისტის ადგილი დაიკავა ივან იურიჩმა, რომლის ხელმძღვანელობითაც "მგლებმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. დედაქალაქელების მხრიდან გოლები გაიტანეს არტიომ დოვბიკმა, პაულო დიბალამ და ტომასო ბალდანციმ. "კაპიტოლინის" შემდეგი მეტოქე კალჩოში იქნება ვენეცია, იქამდე კი ევროპა ლიგაზე ბილბაოს ატლეტიკი.











