ანგარიშის გახსნა მასპინძელმა გუნდმა 44-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასინიონი გააძევეს და ბარნლის კარში პენალტი დაინიშნა. თავი კოულ პალმერმა გამოიჩინა, 1:0.
მეორე ტაიმი სტუმარმა გუნდმა კარგად დაიწყო. 47-ე წუთზე კულენმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ამის შემდეგ უპირატესობა ჩელსის მხარეს გადავიდა, 78-ე წუთზე კი პალმერის დუბლი ვიხილეთ.
მასპინძელი გუნდის ზეიმი მალევე დასრულდა, 81-ე წუთზე ო’შემ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა.
მატჩის ბოლომდე ჩელსი წინ გასვლას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. კომპანის გუნდი სახლში 1 ქულით ბრუნდება.









