პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წარმატებასა და პლეი-ოფში გასვლაზე. განვიხილეთ რამაზ სვანაძის გუნდის შანსები და გავარჩიეთ ჩვენი მეტოქე ხორვატია. ასევე საუბარი შედგა საბა გოგლიჩიძეზე, რომელიც საინტერესოა ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს, ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება თუ ახალგაზრდულს.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების შაბათ-კვირას. მიმოვიხილეთ ჩვენი ფეხბურთელების მატჩები, კერძოდ ქართველების დაპირისპირება სერია ა-ში, კვარაცხელია-გოგლიჩიძე, კიტეიშვილის დუბლი, გულიაშვილის მორიგი სუპერ პერფორმანსი და ა.შ.
დღევანდელ ეპიზოდში ასევე განვიხილეთ კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის თემა და ვისაუბრეთ ბოლონიას ინტერესზე გოგლიჩიძის მიმართ.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.









