პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე, სადაც გავარჩიეთ უკრაინასთან და ალბანეთთან ჩატარებული მატჩები. საუბარი შედგა მარცხის მიზეზებზე, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებებსა და ფეხბურთელების პერფორმანსზე.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ნოემბრის სანაკრებო პაუზას, ჯგუფიდან გასვლის შანსებსა და ზოგადად, ნაკრების სამომავლო გეგმებს.
დღევანდელ ეპიზოდში ასევე განვიხილეთ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს, ვისაუბრეთ ლეგიონერების მოახლოებულ სათამაშო უიქენდზე და რამდენიმე სატრანსფერო სიახლეზე, კერძოდ გიორგი მიქაუტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.









