პოდკასტის პირველ ნაწილში საუბარი შედგა ჯაბულანი მკულვანის კარიერის შესახებ, თუ როგორ მოხდა მორაგბე საქართველოში, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში და რამდენად კმაყოფილია ქართული სარაგბო ცხოვრებით.
ახალი ეპიზოდის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების თემას და მათ გამოცდილებას საქართველოში — წამყვანებმა სხვა მოთამაშეებზეც ისაუბრეს, გაიხსენეს ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერები და მათი მიღწევები, რასაც ზოგადად საქართველოს ჩემპიონატისა და 7-კაცთა ნაკრების განხილვა მოჰყვა.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.









