ტურინის იუვენტუსის გამთამაშებელმა, პოლ პოგბამ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ის დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
"დღეს გავიგე ანტიდოპინგური ტრიბუნალის გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ განაჩენი არასწორია. შოკირებული ვარ, გული მწყდება, რომ რაც ავაშენე, ყველაფერი წამართვეს".
"მინდა ვთქვა, რომ შეგნებულად ან განზრახ არასდროს მიმიღია დოპინგი. როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, არასდროს მივიღებდი აკრძალულ პრეპარატებს თამაშის გასაუჯობესებლად. არასდროს მიცდია ჩემი კოლეგებისა და ქომაგების მოტყუება, მათ შორის, არც ჩემი გუნდისა თუ მეტოქის წარმომადგენლები მოტყუება. გამოტანილ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებ", - განაცხადა ფრანგმა მოთამაშემ.











