პოლ პოგბა მოედანზე უკანასკნელად გამოვიდა ორი წლის წინ, რის შემდეგაც მის კარიერაში მძიმე პერიოდი დაიწყო. დისკვალიფიკაცია, ტურინის იუვენტუსის მიერ ფრანგ ფლეიმეიქერთან კონტრაქტის გაწყვეტა და ფეხბურთის გარეშე დარჩენა. შუახაზელის მიზანი არის საფრანგეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნება და სწორედ ამიტომ, "ბიანკონერის" ყოფილი მოთამაშე მონაკოს შეუერთდა.
გადაწყვეტილი იყო, რომ "თავადების" ახალი რვიანის დებიუტი უნდა შემდგარიყო 1 ოქტომბერს, პარიზის წინააღმდეგ გასამართ მატჩში. ამის შესახებ ხუთშაბათს ისაუბრა "თეთრ-წითლების" თავკაცმა, სებასტიენ პოკონიოლიმ, მაგრამ უკვე პარასკევს, 32 წლის ფლეიმეიქერმა კოჭის დაზიანება მიიღო.
პოგბამ გამოტოვა ზემოაღნიშნული მატჩი, რომელშიც ლუი II-ის ბინადრები დამარცხდნენ და მისი მოედანზე გამოსვლის თარიღი კვლავ უცნობი გახდა. მუნდიალის დაწყებამდე რჩება ნახევარ წელზე მეტი, ფრანგი ფლეიმეიქერი კი მოედანზე ჯერაც არ გამოსულა.









