მონაკოს ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ოქროს ბურთის ტოპ ხუთი დაასახელა. პირველ ადგილზე მან გაიყვანა პარის სენ-ჟერმენის გარემარბი, უსმან დემბელე, შემდეგ კი ლამინ იამალი და აშრაფ ჰაკიმი. ფრანგ შუახაზელმა ასევე გამოარჩია კილიან მბაპე და ვიტინია ფერეირა.
"ოქროს ბურთის კანდიდატები? დემბელე - მთელი სეზონი ჩაატარა უმაღლეს დონეზე და პარის სენ-ჟერმენს ტრებლის მოპოვებაში დაეხმარა. შემდეგ, იამალი - სულ რაღაც 17 წლის, მაგრამ უკვე მთავარი აღმოჩენა. ჰაკიმი - განაპირა მცველი რომელიც ელიტური ფლეიმეიქერივით თამაშობდა.
ვიტინია - პსჟ-ს მამოძრავებელი ძალა, რომლის გარეშე ამ გუნდის თამაში წარმოუდგენელია. მბაპე - ის იყო უდიდესი ზეწოლის ქვეშ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი შეაგდო. ასეთია ჩემი ტოპ 5."









