შესანიშნავი პერფორმანსი ახალი კონტრაქტით დაფასდა - მატეო პოლიტანო ნაპოლიში რჩება, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება. იტალიელი შემტევი ხელფასის სახით 3.2 მილიონ ევროს ( + ბონუსებს) მიიღებს. ბონუსები დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ შედეგებზე, ისე გუნდის წარმატებაზე (ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგაზე ან სხვა ევროპულ ტურნირებზე გასვლა და ა.შ.).
მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება საუდის არაბეთში შედგა, როდესაც ნაპოლი იტალიის სუპერ თასის ოთხთა ტურნირზე თამაშობდა. პოლიტანოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ახალი ხელშეკრულება კი 2 წლით გახანგრძლივდება.
ალ-შაბაბი პოლიტანოს წელიწადში 7 მილიონ ევროს, ხოლო ნაპოლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა ეს შეთავაზება მალევე შეაჩერა.
ამ სეზონზე პოლიტანოს 29 შეხვედრაში 7 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
Salvatore Malfitano © RCS MEDIAGROUP
Serie A
პოლიტანო ნაპოლიში 2027 წლამდე დარჩება









