ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ეროვნული გუნდი. ძირითადრო დრო დასრულდა ფრედ, 2:2, პენალტების სერიაში კი "ლუზიტანებმა" მოიგეს. შეხვედრის ყველაზე საინტერესო მომენტი შედგა 61-ე წუთზე, როდესაც 40 წლის კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ეროვნული გუნდი თამაშში დააბრუნა.
რაც შეეხება პენალტების სერიას, ანტიგმირად "ფურია როხას" მოევლინა ალვარო მორატა, რომლის დარტყმული დიოგუ კოშტამ მოიგერია. "ევროპელი ბრაზილიელები" ეუფლებიან ერთა ლიგის მორიგ ტიტულს, თავის ისტორიაში მეორეს.
პორტუგალია 2:2 (პენ 5:3) ესპანეთი
გოლები: 0:1 მარტინ სუბიმენდი 21', 1:1 ნუნო მენდეში 26', 1:2 მიკელ ოიარსაბალი 45', 2:2 კრიშტიანუ რონალდუ 61'.









