ჩელსი 2-1 ბრენტფორდი
ენცო მარესკას გუნდი საოცარ ფორმაშია! ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და სრული სვლით წინ მიიწევს. სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა ამჯერად ტომას ფრენკის ბრენფორდს აჯობეს. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში მასპინძელი გუნდის დომინანტური თამაში იხილა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა.
ჩელსის მხრიდან თავის გამოჩენა მარკ კუკურეიამ და ნიკოლას ჯექსონმა მოახერხეს, ხოლო რაც შეეხება სტუმარი გუნდიდან გოლის ავტორს, თავი ბრიან მბეუმომ გამოიჩინა. ენცო მარესკას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 34 ქულა მოაგროვა და მე-2 პოზიციაზე გადავიდა. რაც შეეხება "ფუტკრებს", ისინი 23 ქულით, მე-12 პოზიციაზე დარჩნენ.
საუთჰემპტონი 0-5 ტოტენჰემი
იმის მიუხედავად, რომ ენჯ პოსტეკოგლუს გუნდი ამ მატჩს არც ისე კარგ ფორმაში შეხვდა, ლონდონელები მაინც ფავორიტის სტატუსით ჩავიდნენ საუთჰემპტონში. მაყურებელმა "მამლების" საოცარი პერფორმანსი იხილა, რასაც პირველ ტაიმში გატანილი 5 გოლი მოჰყვა.
ტოტენჰემის მხრიდან თავის გამოჩენა დეიან კულუსევსკიმ, პაპე მატარ სარმა, ჰიუ-მინ სონმა და ჯეიმს მედისონმა მოახერხეს. ამ უკანასკნელმა მასპინძელ გუნდს დუბლი შეუსრულა.
ტოტენჰემმა ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულა მოაგროვა და მე-10 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება საუთჰემტპონს, "წმინდანები" 5 ქულით, მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან.










