როგორ მივიღო მონაწილეობა?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაწევრიანდეთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფ Campione - კამპიონე-ში. ამის შემდეგ, დარეგისტრირდი პრემიერ ლიგის ფენტეზიზე (Fantasy Premier League), გაწევრიანდი LaGazzetta-ს ლიგაში და შეავსე პირადი ინფორმაცია ამ ფორმაში. აღნიშნული ინფორმაცის შევსება საჭიროა გამარჯვებულების გამოვლენისთვის.
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
რა პრიზები თამაშდება?
ჩვენი ფენტეზის გამარჯვებული დასაჩუქრდება iPhone 15 Pro-თი! მეორე ადგილზე გასული მიიღებს Apple Macbook Air 13-ს, ხოლო მესამე ადგილზე - Playstation 5-ს.
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელსაც გათამაშების მიმდინარეობისას ნაკლები ტრანსფერი ექნება გაკეთებული.

ფენტეზის წესები და პირობები: შექმენი გუნდი და დაარქვი სახელი.
სატრანსფერო ბიუჯეტი: €100 მილიონი;
უნდა აირჩიო 15 ფეხბურთელი: 2 მეკარე, 5 მცველი, 5 ნახევარმცველი, 3 ფორვარდი.
სატრანსფერო ბიუჯეტი: €100 მილიონი;
უნდა აირჩიო 15 ფეხბურთელი: 2 მეკარე, 5 მცველი, 5 ნახევარმცველი, 3 ფორვარდი.
ყოველი ტურის წინ, დედლაინამდე შენ უნდა აარჩიო 11 ფეხბურთელი, კაპიტანი და ვიცეკაპიტანი. თუ სასტარტო თერთმეტეულიდან რომელიმე მათგანი თამაშს ვერ შეძლებს, სკამიდან ის ფეხბურთელი შეცვლის მას, რომელიც პირველი გყავს დაყენებული. თუ შენ მიერ არჩეულმა კაპიტანმა თამაში ვერ მოახერხა, ვიცეკაპიტანი შეძლებს გაორმაგებული ქულების დაწერას. ყოველი ტურის წინ შეგიძლია რამდენიმე სქემა აარჩიო, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მინიმუმ 1 მეკარე, 3 მცველი, 2 ნახევარმცველი და 1 ფორვარდი იყოს სასტარტო თერთმეტეულში.
ტრანსფერები:
პრემიერ ლიგის დაწყებამდე (მთავარ დედლაინამდე) შეგიძლია ულიმიტო ტრანსფერები გააკეთო €100 მილიონის ფარგლებში. როდესაც დედლაინი მოვა, შენ უნდა გყავდეს 15 შერჩეული ფეხბურთელი, რომელიც პირველ ტურში ითამაშებს.
ყოველი მომდევნო ტურის წინ, შეგიძლია ერთი უფასო ტრანსფერი განახორციელო, თუმცა თუ გადაწყვეტ, რომ კიდევ გსურს ტრანსფერის გაკეთება, ეს -4 ქულა დაგიჯდება (ყოველი მომდევნო ტრანსფერი -4 ქულას ნიშნავს). თუ თქვენ არ გამოიყენებთ ერთ უფასო ტრანსფერს, შემდეგ ტურში გექნებათ ორი უფასო ტრანსფერი, რაც არის მაქსიმუმი (3 უფასო ტრანსფერი შეუძლებელია).

დახმარებები, რომლებიც შეგიძლია მთელი სეზონის განმავლობაში გამოიყენო:
1. Wildcard - მოთამაშეს სეზონში მისი გამოყენება ორჯერ შეუძლია (პირველ და მეორე წრეში). როდესაც მოთამაშე Wildcard-ს გააქტიურებს, მას შეეძლება მთლიანი გუნდის (15 ფეხბურთელის) შეცვლა, რაც ქულებს არ დააკლებს;
2. Free Hit - მოთამაშეს მისი გამოყენება ერთხელ შეუძლია, რაც საშუალებას მისცემს შეცვალოს მთლიანი გუნდი (15 ფეხბურთელი) მხოლოდ ერთი ტურით. მომდევნო სათამაშო კვირაში, ის 15 ფეხბურთელი დაბრუნდება, რომელიც წინა ტურში შეცვალა;
3. Bench Boost - მოთამაშეს სეზონში მისი გამოყენება ერთხელ შეუძლია. როდესაც Bench Boost გააქტიურდება, 11 სასტარტო ფეხბურთელის გარდა, სკამზე დარჩენილი მოთამაშეებიც ქულებს დაწერენ;
4. Triple Captain - მოთამაშეს სეზონში მისი გამოყენება ერთხელ შეუძლია. როდესაც Triple Captain გააქტიურდება, სასტარტო შემადგენლობაში არჩეული კაპიტანი დაწერს გასამაგებულ ქულებს, მაგრამ თუ კაპიტანმა არ ითამაშა, ვიცეკაპიტანი დააგროვებს გასამაგებულ ქულებს.
თვალი გვადევნე LaGazzetta-ს გვერდზე და ჩვენს Facebook ჯგუფ Campione - კამპიონეში, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაგიზიარებთ.