რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის კლუბები კენჭს უყრიან VAR-ის შესაძლო გაუქმების წინადადებას. ვულვზის მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი რეზოლუცია ვიდეორეფერის გაუქმების შესახებ, დღის წესრიგში 6 ივნისს, პრემიერ ლიგაში შემავალი კლუბების საერთო კრებაზე დადგება.
პრემიერ ლიგაში ნებისმიერი წესის ცვლილებას სჭირდება 20 კლუბიდან 14-ის თანხმობა.
როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, საკმაოდ დიდი შანსია, პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონში ვიდეორეფერი აღარ იყოს.