ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი დაიწყო. მაყურებელმა ჯერ მხოლოდ ერთი სათამაშო დღის შეხვედრები იხილა, რეალ მადრიდი vs. ბაიერნი და სპორტინგი vs. არსენალი.
"რეკორდმაისტერმა" ალვარო არბელოას გუნდი 1-2 დაამარცხა, ხოლო მიკელ არტეტას გუნდმა პორტუგალიელებს 0-1 აჯობა.
ამასობაში, ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — არსენალის გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, ინგლისმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 გუნდი ოფიციალურად გაინაღდა. განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას - 25.013 ქულა აქვს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 2026/27 სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კვლავ 5 გუნდით წარსდგეს.
რეიტინგში მეორე ადგილზე, 20.281 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი გერმანია იკავებს, კერძოდ 19.714 ქულით.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.









