გავლენიანი გამოცემა The Athletic იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდებში ირიცხებიან, თუმცა პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზად არიან. სტატიაში სულ 11 მოთამაშეზეა საუბარი, საიდანაც ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძეა.
"გიორგი ჩაკვეტაძე 25 წლის ფეხბურთელია, რომელიც ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობს, თუმცა ფლანგზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე, მათ პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე იასპარეზა. ჩაკვეტაძე როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვისაც შეუცვლელი ფეხბურთელია, მისი მთავარი პლიუსები კი სისწრაფე და დრიბლინგია.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელის მაჩვენებლები (ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა) შედარებით დაბალი იყო, ჩაკვეტაძის პერფორმანსი საუკეთესოდ იმით ფასდება, თუ რამდენად მონდომებულია თითოეულ შეხვედრაში.
"
ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს უოტფორდის დატოვება სურს. ჩაკვეტაძით რამდენიმე კლუბი უკვე ინტერესდება, თუმცა ამ მომენტისთვის მის პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი ადრეა. უოტფორდი 25 წლის ფეხბურთელს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებს.









