კიმ ჩენ ინმა განაცხადა თანხმობა ჩრდილოეთ კორეაში პრემიერ ლიგის გაშუქების თაობაზე, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. The Guardian-ი წერს იმ აკრძალვებზე, რომლის წინაშეც კორეული აუდიტორია აღმოჩნდება. მთავარი აკრძალვა ეხება ეთერში თამაშების დამონტაჟებული ვერსიების გაშვებას.
დიახ, მატჩები პირდაპირ ეთერში არ გავა. ამის გარდა, თამაშის გაშუქების დროს კადრში ვერ მოხვდება სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი, თუ რა თქმა უნდა, ასეთი მოედანზე იქნება. ამის გარდა, კადრში ვერ მოხვდება LGBTQ+ სიმბოლიკა, ინგლისურენოვანი წარწერები კი კორეულით ჩანაცვლდება.
რაც შეეხება მატჩების ხანგრძლივობას, სტანდარტული 90-წუთიანი თამაშების ნაცვლად, მაყურებელი 60-წუთიან რეპორტაჟს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იხილავენ ჩრდილოეთ კორეელები პრემიერ ლიგას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.









