მე-3 ტური წინ, მთავარი ვნებათაღელვა, ვაილდქარდს უკავშირდება. გახსოვდეს ვაილდქარდი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარებაა, რომლის გამოყენებაც სეზონში მხოლოდ ორჯერ შეგიძლია.
ეს სტატია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებასა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს ლიგაში პოზიციების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
მე-3 ტურის “Preview” & Wildcard
ვაილდქარდი
დადებითი და უარყოფითი მხარეები.
დადებითი
● დაგეხმარება ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით. თავიდან აირიდებ გუნდის ღირებულების კლებას;
● საშუალებას მოგცემს იოლად აიყვანო გუნდში - პალმერი/სალაჰი/ვოტკინსი და სხვა პრემიუმ ფეხბურთელები;
● შეგიძლია იოლად გაყიდო არასასურველი მოთამაშეები - ბარკო/ნკუნკუ/ქუანსა/ტოუნი და სხვა.
უარყოფითი
● მხოლოდ ორი სათამაშო კვირის მიხედვით მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება;
● გუნდი მოქნილი არ იქნება კალენდრის რადიკალური ცვლილების შემთხვევაში, მაგალითად, არსენალსა და ბრენტფორდს კარგი ტური აქვთ, თუმცა მე-4 და მე-5 ტურში რთული კალენდარი ელით;
● რეკომენდირებულია ვაილდქარდის სანაკრებო პაუზის შემდეგ გაკეთება, ასე თავიდან აირიდებ “ტრავმებს”;
● რეკომენდირებულია ვაილდქარდის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდგომ გამოყენება.
საბოლოო ჯამში, ვაილდქარდთან დაკავშირებით უნივერსალური პასუხი არ არსებობს.
მე-3 ტური წინ ვაილდქარდი ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება, მაგრამ თუ შეგიძლია, შენახვა სჯობს, ვიდრე ასე ნაადრევად გამოყენება.
ბრუნო და ეზე - გავყიდოთ თუ დავიტოვოთ ?
ბრუნოსა (£8.5) და ეზეს (£6.9) ერთობლივი სტატისტიკა ორი ტურის ჯამში:
დარტყმები: 19
პოტენციურ საგოლე მომენტში მონაწილეობა: 4
გოლში მონაწილეობის მიღების ინდექსი (xGi): 3-ზე მეტი
გოლი ან ასისტი: 0
თუ ორივე მათგანი შენს გუნდშია, ე.ი. ძალიან არ გიმართლებს. ეზესაც და ბრუნოსაც ბწყინვალე სალოგე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. თუ ვაილდქარდის გამოყენებას არ აპირებ, სჯობს ტრანსფერი არც ბრუნოზე დახარჯო და არც ეზეზე.
ეზეს პრემიერ ლიგაში, ორი ტურის ჯამში ყველაზე მეტი დარტყმაა აქვს - 12. თუმცა, გოლამდე ძალიან ცოტა აკლდება. ებერეჩის მსაჯის შეცდომის გამო გოლი წაართვეს, ასევე ორჯერ მოარტყა ძელს. მომდევნო ტურებში ძლიერი დაცვის წინააღმდეგაც არ მოუწევს თამაში:
ტური 3 ტური 4 ტური 5 ტური 6
CHE (A) LEI (H) MUN (H) EVE (A)
არც ბრუნოს გაშვებაა საჩქარო, მე-4 ტურში წითელი ეშმაკები “წმინდანებს” ეთამაშებიან. პორტუგალიელი გოლში შესაძლო მონაწილეობის ინდექსის მაჩვენებლით ორი ტურის ჯამში პირველ ადგილზეა.
ისააკი თუ ვოტკინსი?
თუ ვაილდქარდის გაკეთებას არ აპირებ, არც ისააკის (£8.5) გაშვებაზე გირჩევ ტრანსფერის დახარჯვას. მართალია შვედი ჯერ უგოლოდაა, მაგრამ ექსპერტების აზრით, მე-3 ტურში ისააკს ჰოლანდის შემდეგ გოლის გატანის ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს (48%).
ასევე, აღსანიშნავია რომ გუნდს დიდხნიანი პაუზის შემდეგ სანდრო ტონალი დაუბრუნდა.
ხოლო თუ ვაილდქარდის გამოყენებას აპირებ, ვოტკინსი (£9.0) ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენი თვალდახედვის არეში.
მომდევნო ტურებში ოლის კალენდარი ასეთია:
ტური 3 ტური 4 ტური 5 ტური 6 ტური 7
LEI (A) EVE (H) WOL (H) IPS (A) MUN (H)
აუცილებელია თუ არა კოულ პალმერის ყიდვა?
მე-2 ტურში “ქოლდ” პალმერმა 4 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ჯამურად კი მოსალონდელ გოლში ჩართულობის ალბათობა (xGi) მხოლოდ 1.1 იყო.
რა თქმა უნდა, ინგლისელი ტოპ კლასის ფეხბურთელია და მან ეს უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, მაგრამ ის რაც ვულვზთან მოხდა ყოველთვის არ განმეორდება.
თუ ვაილდქარდის გაკეთებას აპირებ, პალმერი აუცილებლად უნდა აიყვანო.
როტაციის შანსი თითქმის 0-ია, პენალტებს ასრულებს და კარგი კალენდარი აქვს, მაგრამ თუ ტრანსფერის დახარჯვა გიწევს, კარგად უნდა დაფიქრდე სალაჰსა და პალმერს შორის არჩევანის გაკეთებაზე.
თუ ეგვიპტელი ჯერ შენ გუნდში არაა, შესაძლოა, მომდევნო ტურებში ის უკეთესი ალტერნატივა აღმოჩნდეს, ვიდრე პალმერი. თანაც მე-4 და მე-5 ტურში სალაჰი კაპიტნობის ყველაზე რეალური პრეტენდეტია.
სალაჰი (£12.6)
ტური 3 ტური 4 ტური 5
MUN (A) NFO (H) BOU (H)
პალმერი (£10.5)
ტური 3 ტური 4 ტური 5
CRY (H) BOU (A) WHU (A)
ვინ ვიყიდოთ ნკუნკუს ნაცვლად?
სამწუხაროდ ნკუნკუმ (£6.4) იმედები გაგვიცრუა. ფენტეზიში ის პალმერის ალტერნატივად მოიაზრებოდა თუმცა, ფრანგის როლი ნონი მადუეკემ (£6.5) იტვირთა. ნკუნკუმ კი, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის ძირითადში ადგილი დაკარგა.
ქვევით ჩამოთვლილია ბიუჯეტური ნახევარმცველები, რომლითაც ნკუნკუს ჩანაცვლებას შეძლებ:
ეზე (£7.0) - ებერეჩის შესახებ ზევით ვრცლად ვისაუბრეთ.
მბუმო (£7.0) - მე-3 ტურისთვის საუთჰემპტონის წინააღმდეგ შესანიშნავი აქტივია, თუმცა მისი ყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მე-4 და მე-5 ტურში სათადარიგოთა სკამზე გაამწესებ. მე-6 ტურის შემდეგ კი მბუმოს ბრწყინვალე კალენდარი აქვს.
მთელი პრესეზონის განმავლობაში არ წყდება ჭორები აივან ტოუნის (£7.3) წასვლის შესახებ, კამერუნელი კი განსაკუთრებით ნაყოფიერი მაშინაა, როცა ტოუნი ძირითადში არაა.
მატჩები ტოუნის გარეშე, 22/23 - 25
საგოლე მოქმედებები: 23 (14 გოლი, 9 ასისტი)
საშუალოდ ფენტეზის ქულა ერთ მატჩში - 6.56
მატჩები ტოუნისთან ერთად, 22/23 - 35
საგოლე მოქმედებები: 12 (5 გოლი, ასისტი)
საშუალოდ ფენტეზის ქულა ერთ მატჩში - 3.37
როჯერსი (£5.0) - ბიუჯეტურ ნახევარმცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა. როჯერმსმა ორივე მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო, შესაბამისად, ძალიან მცირეა როტაციის ალბათობა.
არსენალის წინააღმდეგ ახალგაზრდა ინგლისელი შეუჩერებელი იყო.
ამასთანავე, თუ სალაჰის ყიდვას აპირებ, მორგანი იდეალურია ბიუჯეტის დაზოგვის თვალსაზრისითაც. თანაც ვილას ძალიან ხელსაყრელი კალენდარი აქვს.
MGW/მორგან გიბს-ვაითი (£6.5) - ინგლისელი ფორესტის შემტევი პოტენციალის მთავარი შემოქმედია, დიდი ალბათობით, თერთმეტრიანებსაც ის შეასრულებს. გიბს-ვაითი მე-3 ტურში დემორალიზებულ ვულვზვს დაუპირისპირდება.
ESR/ემილ სმიტ როუ (£5.5) - ლესტერის შემდეგ, წინ კიდევ ერთი ხელსაყრელი მატჩია, მე-3 ტურში ფულჰემი იფსვიჩს დაუპირისპირდება, თუმცა შემდომ კალენდარი ნელ-ნელა რთულდება. ჯერჯერობით სმიტ როუ მოედანზე 70-ზე მეტ წუთს არ ატარებს, რაც რისკის შემცველია.
მადუეკე (£6.5) - ნონიმ განვლილ ტურში ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ის პალმერზე £4.0-ით იაფია, შესაძლოა სწორედ მან იკისროს პალმერის ბიუჯეტური შემცვლელის როლი, თუმცა ჩელსიში უამრავი ალტერნატივაა, სწორედ ამიტომ მადუეკეს წუთებიც რისკის ქვეშაა.
სერვეტის წინააღმდეგ მან ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, როდესაც გასულ კვირას ნკუნკუმ ითამაშა სერვეტთან, ფრანგი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.
სემენიო (£5.5) - მის შესახებ თითქმის არავინ საუბრობს, თუმცა ფაქტია “ალუბლებს” სოლანკეს არ ყოფნას სწორედ ანტუანი უმსუბუქებს. სემენიოს ანგარიშზე გოლი და ასისტია, კალენდარი კი არც ისეთი რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით მოსჩანს.
მიტომა (£6.6) - იაპონელი საოცარ ფორმაშია. ორი მატჩის ჯამში, მის ანგარიშზე გოლი და ასისტია, თანაც მიტომამ ორივე მატჩი თითქმის შეუცვლელად ითამაშა. მე-3 ტურში ბრაიტონს არსენალთან უწევს გამკლავება, შემდგომ კი "თოლიებს" ხელსაყრელი მატჩები ელით.
თუმცა, მიტომას ყიდვისგან თავის შეკავებას გირჩევ, თუ ჟოაო პედრო უკვე შენს გუნდშია. “თოლიების” ორი შემტევი, ვფიქრობ ზედმეტია.
ვიყიდოთ თუ არა ტრენტი ვაილდქარდით?
ალექსანდრ-არნოლდის ყიდვა ავტომატურად ნიშნავს ერთ-ერთ პრემიუმ შემტევზე უარის თქმას, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს ისიც, რომ TAA-ც პრემიერ ლიგის ფენტეზის პრემიუმ მოთამაშეა.
ლივერპულმა ორივე მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა, არნოლდს კი ორივე შემთხვევაში ძალიან ცოტა დააკლდა. თუ დიოგო ჯოტა მის მიერ შექმნილ შანსებს უკეთესად გამოიყენებდა, შესაძლოა, არნოლდს ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი ქულა ჰქონოდა.
ალექსანდრ-არნოლდის შესაძლო გოლში მონაწილეობის ინდექსის მაჩვენებელი (xGi ) 1,7-ია. ის რომ ტრენტს ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, მცირედი უიღბლობის ბრალია. შესაძლო ასისტების გოლად ქცევა ჯოტამ ვერ მოახერხა, ერთხელ კი მისი დარტყმული ძელმა მოიგერია.
არსებული მონაცემებით ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს თამამად ვუწევთ რეკომენდაციას, თანაც ოლდ ტრაფორდის შემდგომ წინ ორი საშინაო მატჩია.
მე-3 ტურის კაპიტანი
კაპიტნის არჩევა ჰოლანდს, საკას, სალაჰსა და პალმერს შორის მოგიწევს. გადაწყვეტილების მიღებას ქულების პროექციული მაჩვენებლები გაგიმარტივებს, ამ მეტრიკის მიხედვით მცირედი უპირატესობა ნორვეგიელს აქვს.
მოსალოდნელი ქულები:
ჰოლანდი 7.3 ქულა
პალმერი 7
სალაჰი 6.9
საკა 6.8
ისააკი 6.6
თუ მაინც გადაწყვიტე ვაილდქარდის გაკეთება, ეს მე-3 ტურში ვაილდქარდისთვის არჩეული გუნდია. მე-7 ტურის შემდგომ შესაძლებელია გუნდის კვლავ ჰოლანდზე გადაწყობა.

ავტორი: გიორგი მახარაძე









