● არსენალმა ოდეგორი მინიმუმ ორი თვით დაკარგა;
● მე-4 ტურის წინ ჟოაო პედრო მილიონზე მეტმა მენეჯერმა იყიდა, ბრაზილიელი კი მიკრო ტრავმის გამო, განაცხადშიც არ ყოფილა;
● სანაკრებო პაუზის თუ სხვა მიზეზების გამო, რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელმა თადარიგიდან დაიწყო;
● მხედველობის პრობლემის გამო ისააკმა მოედანი ნაადრევად დატოვა;
● სალაჰს მშრალი მატჩი ჰქონდა, ლივერპულმა კი სეზონის პირველი მარცხი იწვნია.
მე-5 ტურის წინ, ფენტეზის მენეჯერები ახალი, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან - შუა კვირას ჩემპიონთა ლიგამ აიღო სტარტი, რაც თამაშს დამატებით სირთულეებს სძენს.
ეს სტატია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებასა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს ლიგაში პოზიციების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
მე-4 ტურის ჰაილაითები
😇 საუთჰემპტონი xG (1.25) 0-3 (2.58) xG მანჩესტერი 👿
● მიუხედავად მშრალად შენახული კარისა წითელი ეშმაკები დაცვაში ცუდად გამოიყურებოდნენ. სოტონმა პენალტთან ერთად 3 დიდი შანსიც შექმნა;
● სტანდარტულებს ერიქსენი და ბრუნო ასრულებდნენ. პორტუგალიელი სახიფათო იყო, მაგრამ არა ლეტალური.
● ზირკზემ ორი დიდი შანსი გაანიავა.
🔴 ლივერპული (0.99) 0-1 (0.70) ფორესტი 🔴
● ჯოტამ მოედანზე 59 წუთი გაატარა, დიასმა 60. როტაცია უკვე სახეზეა - მოერიდე.
● ჯოტა ცენტრალურ როლშია, ერთი დიდი შანსიც გაანიავა. სალაჰი - 2 დარტყმა საჯაირმოს შიგნიდან.
● ტრენტი უფრო წინაა აწეული ვიდრე რობერტსონი. ბრედლის შემოსვლის შემდეგ TAA_მ ცენტრში გადაინაცვლა. ჯამურად, მატჩში 4 მომენტი შექმნა.
🔵 ბრაიტონი (1.81) 0-0 (0.36) იფსვიჩი 🔵
● იფსვიჩი დაცვის ფუნქციების მხრივ უკეთ გამოიყურებოდა;
● მიტომამ ორი დიდი შანსი ვერ გამოიყენა. 5_ჯერ დაარტყმა საჯარიმოს შიგნიდან.
● მინტემ, მატჩი სახიფათო დარტყმების გარეშე ჩამთავრა და ასევე 2 სახიფათო მომენტის შექმნაც მოახერხა
🦅 პალასი (2.57) 2-2 (1.25) ლესტერი 🦊
● ეზე - 1 დიდი შანსი გააფუჭა, 2 დარტყმა ჰქონდა საჯარიმოს შიგნიდან, ასევე შექმნა ერთი სახიფათო მომენტი. შესაძლოა მატჩი გოლითა და ასისტით დაემთავრებინა.
● გლასნერმა დაადასტურა, რომ ეზე და მატეტა გაიყოფენ თერთმეტმეტრიანებს.
● ნკეტია ხშირად იქცეოდა ეგოისტურად, 6 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან.
⚪️ ფულჰემი (1.67) 1-1 (0.67) ვესტ ჰემი 🛠
● რობინსონმა მშრალად შენახული კარი 95_ე წუთზე დაკარგა;
● სმიტ-როუმ კვლავ 70 წუთი დაჰყო მოედანზე. ერთი ასისტი მიითვალა და 2 დარტყმა ჰქონდა საჯარიმოს შიგნიდან;
● ბოუენმა ასისტის გაკეთება მოახერხა, ასევე ერთი დიდი შანსი გააფუჭა.
🔵 სიტი (1.85) 2-1 (0.96) ბრენტფორდი 🔴
● ბრენტფორდმა პირველი წუთები აქტიურად დაიწყო, ვისას ტრავმამ ფუტკრების თამაშს დაღი დაასვა;
● გვარდიოლმა 45 წუთი ითამაშა, თუმცა შემტევ პოზიციებზე ხშირად ადიოდა.
● ჰალანდი უცხოპლანეტელია. 6 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან, ძელსაც გაარტყა, შესაძლოა 3 ან 4 გოლით დაესრულებინა მატჩი.
🔴 ასტონ ვილა (2.19) 3-2 (1.01) ევერტონი 🔵
● ევერტონი მხოლოდ DCL_ით და მაკნილით ფონს ვერ გავა;
● ვოტკინსი - 6 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან. შესაძლოა 3 გოლი და ასისტი ჰქონოდა.
● როჯერსმა გოლებსა და ასისტებში, არა მაგრამ გოლის აღნიშვნებში მიიღო მონაწილეობა.
● დინი ფაქტიურად ვინგერია. 2 დიდი შანსი შექმნა, ასევე კუთხურებსაც აწვდის.
🍒 ბორნმუთი (1.89) 0-1 (0.70) ჩელსი 🔵
● სანჩესმა პენალტი მოიგერია, “ალუბლებმა” უამრავი შანსი გაუშვეს ხელიდან
● პალმერი მეტისმეტად ჩუმი იყო, მატჩი დარტყმის გარეშე ჩაამთავრა;
.🐔 სპურსი (0.77) 0-1 (0.73) არსენალი 🔴
● სონი სიღრმეში იწევდა, 0 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან;
● პარტეი ხშირად ითავსებდა მე-5 მცველის როლს, არსენალმა ავტობუსი ჩააყენა.
მე-5 ტურის კაპიტანი
1 – სალაჰი (£12,7) – საშინაო მატჩი ენფილდზე. ეგვიპტელი საუკეთესო ფორმაშია, ასევე მო ასრულებს თერთმეტმეტრიანებსაც. ყველაფრის გათვალისწინებით სალაჰი საუკეთესო ალტერნატივაა. – 8.4 (მოსალოდნელი ქულა)
● ლივერპულმა სანაკრებო პაუზის შემდეგ გაჩენილი კითხვის ნიშნები მილანთან დამაჯერებელი გამარჯვებით გააქარწყლა;
● ფენტეზის მოყვარულებს არასდროს დაავიწყდებათ 2 წლის წინ ლივერპულის მიერ 9-0 მოგებული მატჩი, სადაც სალაჰს არცერთ გოლში არ მიუღია მონაწილეობა;
● მიმდინარე სეზონში “ალუბლები” ჯერაც მშრალად შენახული კარის გარეშე არიან.
2 – სონი (£10,0) – სავარაუდოდ კორეელი შეასრულებს პენალტებს, საშინაო მატჩია, თანაც სპურსისთვის უკვე მოგების დროა – 6.4
● სპურსმა ზედიზედ ორი პრემიერლიგური მატჩი წააგო. საკმარისია.
● ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო ოთხ მატჩში 17 გოლი გავიდა;
● ტოტენჰემმა ძალიან დიდი ძალები შეალია ქოვენთრისთან სათასო მატჩის მოგებას.
3 – პალმერი (£10,6) – ინგლისელი ჩელსის საკვანძო ფეხბურთელია, აბსოლუტურად ყველა ასპექტში – 6.4
● მიმდინარე სეზონში მხოლოდ სიტიმ გაიტანა ჩელსიზე მეტი გოლი;
● ვესტ ჰემმა უფრო მეტი დიდი შანსი შეაქმნევინა მეტოქეებს ვიდრე საუთჰემპტონმა;
● პალმერის შეტევითი პოტენციალი წელს უფრო მოსალოდნელ ასისტებში (xA) ითარგმნება ვიდრე მოსალოდნელ გოლებში (xG)
4 – ვოტკინსი (£8,9) – ვულვზი სასურველი მოწინააღმდეგე თანაც ვილა პარკზე, დუგლას ლუისის წასვლის შემდეგ შესაძლოა ოლი ურტყავდეს პენალტებსაც – 6.2
● ბოლო 5 მატჩის მიხედვით “მგლების” ვილანებისთვის უხერხულ მეტოქეები არიან;
● ჩემპიონთა ლიგაზე ვილა დამაჯერებლად მოიგო, ვულვზს კი თასზე მძიმე მატჩი ჰქონდა.
● ვოტკინსს უკვე 4 პრემიერლიგური მატჩია ვოლვზისთვიდ გოლი არ გაუტანია.
5 – სოლანკე (£7,5) – სპურსის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, უკვე დროა დომინიკისგან საგოლე ქმედება ვნახოთ – 5.6
რა თქმა უნდა, ამ სიაში უნდა იყო ერლინგიც, მითუმეტეს წელს არამიწიერი, პრაიმ ჰოლანდი დაბრუნდა. თუმცა სიტის შემტევებს არსენალის დაცვასთან და ფანტასტიკურად მოთამაშე დავიდ რაიასთან მოუწევთ გამკლასება, ეს კი კაპიტნობის სხვა ვარიანტებს უფრო მიმზიდველს ხდის.
რჩევები მე-5 ტურის წინ
როდის გავაკეთოთ ვაილდქარდი ?
თუ ვაილდქარდი ჯერ კიდევ არ გამოგიყენებია, სჯობს ცოტა კიდევ მოიცადო. ამ სათამაშო ტურში ერთმანეთს სიტი და არსენალი დაუპირსპირდებიან. მძიმე მატჩი იქნება, არაპროგნოზირებადი, ამიტომ უკეთესია მომდევნო ტურიდან განაახლო გუნდი, როდესაც ორივე კლუბის კალენდარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ტრანსფერით კი შეგიძლია, ოდნავ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მე-6 ტურში ვაილდქარდით ჩაანაცვლებ. ასეთი შემთხვევითვის რამდენიმე ძალიან საინტერესო კანდიდატურა მოგიმზადეთ, ვისგანაც მე-5 ტურში გაბრწყინებას ველით.
მე-5 ტურის გამორჩეული ფეხბურთელები
დომინიკ კალვერტ-ლუინი (£5.9) და დუაიტ მაკნილი (£5.4) - ევერტონი წინა ხაზზე დამაჯერებლად გამოიყურება, ამ ყველაფრის შემოქმედი კი ეს დუოა. “ირისები” 4 ტურის შემდეგ კვლავაც უქულოდ არიან, ლესტერთან მატჩი კი შესანიშნავი შესაძლებლობაა ნავსიანი სერიის დასასრულებლად.
DCL_ის ანგარიშზე 2 გოლი და 1 ასისტია, ხოლო მაკნილმა კი 2 ასისტსა და 1 გოლს მოუყარა თავი. ორივე მათგანი ე.წ. Differce maker_ია, რადგაანაც ფენეტზის მენეჯერების ძალიან მცირე ნაწილს ჰყავს გუნდში.
გარდა ამისა ევერტონს წინ შესანიშნავი კალენდარი ელის.
ტური 5 ტური 6 ტური 7 ტური 8 ტური 9 ტური 10
LEI (A) CRY (H) NEW (H) IPS (A) FUL (H) SOU
ჯეიმი ვარდი (£5.7) სეზონის სტარტზე ვარდი როტაციაში მოაიზრებოდა, თუმცა აშკარაა რომ ჯერ-ჯერობით ჯეიმი შესანიშნავად გამოიყურება, შესაბამისად მოედანზეც დიდ დროს ატარებს. 4 ტურის შემდეგ 2 გატანილი გოლი კარგი მაჩვენებელია, შაბათს კი “ფანტასტიკური” მისტერ ვარდი, ევერტონს დაუპირისპირდება, “ირისების” უკანა ხაზი ხუთშაბათის მდგომარეობით სავალალოდ გამოიყურება:

იოსკო გვარდიოლი (£6.0) - თუ ვაილდქარდის გაკეთებას მაინც გადაწყვეტ, სარისკო მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე რეკომენდაციას გაგიზიარებთ.
ხორვატმა გასულ ტურში მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესი იყო. ინტერთან გამართულ მატჩში იოსკომ კიდევ უფრო კარგი შთაბჭდილება დატოვა.
ასეთი თამაშების ფონზე გვარდიოლი წესით სასტარტოში უნდა ვიხილოთ, თუმცა პეპის ცნობილი რულეტკის/როტაციის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება დიდ რისკ შეიცავს.
კევინ შადე (£5.4) - კიდევ ერთი სარისკო რჩევა “ფუტკრების” შემტევს უკავშირდება. ბრენტფორდმა ტოუნი გაუშვა, მისი ორივე შემცვლელი კი ტრავმირებულია. ექსპერტების უმრავლესობა 9_იანის პოზიციაზე კევინს ელის. ბრენტფორდს სპურსთან გასვლითი მატჩის შემდეგ ხელსაყრელი კალენდარი ეწყება.
თუ იშვიათი და სარისკო გადაწყვეტილებები გიყვარს, მაშინ ეს ტრანსფერი შენთვისაა, თუმცა ვფიქრობთ შადესთან მიმართებაში რისკი უფრო დიდია ვიდრე შესაძლო წარმატების მაჩვენებელი.
ტური 5 ტური 6 ტური 7 ტური 8 ტური 9
TOT (A) WHU (H) WOL (H) MUN (A) IPS (H)
მეტ სელსი (£4.5) - თუ ტრანსფერის გამოყენებას ბიუჯეტურ მეკარის პოზიციაზე ამჯობინებ ბელგიელი კიპერი საინტერესო ალტერნატივა. ფორესტმა ოთხ მატჩში ორჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც ამბიციური განაცხადია. ამ ეტაპზე სელსი ერთ-ერთი საუკეთესოა მოგერიებული ბურთების სტატისტიკით, რაც მის კანდადატურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
თუმცა თუ ბიუჯეტურ მეკარეს მხოლოდ ერთი ტურით ეძებ მაშინ რამსდეილიც (£4.4) საინტერესო ალტერნატივაა. აარონს ბევრი რამ აქვს დასამკტიცებელი, ამისთვის კი მშრალად შენახული კარი ჰაერივით სჭირდება.
სიამოვნებით გირჩევდი ვერბრუგენსაც (£4.5), მაგრამ “თოლიების” მეკარა როტაციის რისკის ქვეშაა.
თუ ბიუჯეტში შეზღუდული არ ხარ, მაშინ დავიდ რაია უალტერნატივოა, ესპანელი კარიერის საუკეთესო ფორმაშია.
ტრავმირებული ფეხბურთელები
ისააკი – შვედის თამაში მე-5 ტურში, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშა. ხუთშაბათის ვარჯიშის ფოტოებში ისააკი კამერებს არ დაუფიქსირებიათ. ფაქტია ნიუკასმაც და მანაც ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა, თანაც ამ ყველაფერს შესაძლოა ტრავმაც დაერთო, უკვე დროა ისააკის შემცვლელზე იფიქრო.
ვოტკინსი - ჩემპიონთა ლიგაზე ოლი ნაადრევად შეიცვალა, ამ ფოტომ კი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერები ვოტკინსის ტრავმაზე ალაპარაკდნენ, თუმცა ემერიმ შესაძლო დაზიანების შესახებ ჭორები უარყო.

ჟოაო პედრო – ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა რომ პედრომ ვარჯიში განაახლა, თუმცა კვლავ საეჭვოა მისი მე-5 ტურში თამაშის საკითხი.
KDB - არსენალმა ოდეგორი დაკარგა, სიტიმ კი დიდი შანსია დე ბრუინი მოისაკლისოს. პეპმა დაადასტურმა, რომ ბელგიელი ტრავმის გამო შეცვალა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემების მიხედვით KDB არსენალთან მატჩს გამოტოვებს, თუმცა დანამდვილებით თქმა ჯერ რთულია.
“I don’t know, I will have more info tomorrow [Thursday]. The doctor said to me he was not ready to play [in the second half].”
DCL & მიკოლენკო - კარგი ამბებია “კანფეტების” ბანაკში, დომინიკ კალვერტ-ლუინისა და ვიტალი მიკოლენკო გუნდს დაუბრუნდნენ. დიდი ალბათობით ისინი მე-5 ტურში სასტარტოდანვე დაიწყებენ. კინის თამაში კი საეჭვოა.
სხვა მხრივ ძირითადი მოცემულობა არ შეცვლილა.
ფენტეზის მე-5 ტურში წარმატებებს გისურვებთ!
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე









