გასული წლის ივლისში გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება შეადგენდა 45 მილიონ ევროს და ის დიოგუ კოშტასთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერის სტატუსს ინარჩუნებდა. ვალენსიას არადამაჯერებელი სეზონის შემდეგ კი ქართველი კარის დარაჯის ფასი 30 მილიონამდე დაეცა.
ლივერპულის საკუთრებაში მყოფი მეკარის ესპანური კარიერა დასრულებულია და მომავალ სეზონში მას პრემიერ ლიგაში ვიხილავთ. საინტერესოა, რომ ინგლისის ჩემპიონატში 25 წლის გოლკიპერზე ძვირადღირებული მის პოზიციაზე არის 2 მოთამაშე: დავიდ რაია (40 მილიონი ევრო) და გულიელმო ვიკარიო (32 მილიონი ევრო).
ესპანელი და იტალიელი მეკარეების შემდეგ, ბარტ ვერბრუგენთან ერთად, სწორედ მამარდაშვილი მოდის. ხუთეულს ხურავს მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერი, ანდრე ონანა, 25 მილიონი. რაც შეეხება ქართველი გოლკიპერის უშუალო კონკურენტს, ალისონ ბეკერს, მისი ფასი 20 მილიონია.
პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები
| მეკარე | სატრანსფერო ფასი | გუნდი |
| დავიდ რაია | 40 მილიონი ევრო | არსენალი |
| გულიელმო ვიკარიო | 32 მილიონი ევრო | ტოტენჰემი |
| გიორგი მამარდაშვილი | 30 მილიონი ევრო | ლივერპული |
| ბარტ ვერბრუგენი | 30 მილიონი ევრო | ბრაიტონი |
| ანდრე ონანა | 25 მილიონი ევრო | მანჩესტერ იუნაიტედი |









