Opta-მ გამოაქვეყნა საინტერესო სია - პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ქვეყნების მიხედვით. პირველ ადგილზე არის ინგლისელი ალან შირერი, რომელმაც ნიუკასლსა და ბლექბერნში თამაშის შედეგად 260 ბურთი შეაგდო. შემდეგ, 190 გოლით მოდის მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) და 184 ბურთით სერხიო აგუერო (არგენტინა).
პრემიერ ლიგაში ჯამში უთამაშიათ 93 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ქართველებსაც და საუკეთესო ბომბარდირი რვა ბურთით თემურ ქეცბაია არის. ვეტერანი ვინგერი 84-ე - 88-ე პოზიციებს ალექსანდრ გლებთან (ბელარუსი), სტევან იოვეტიჩთან (მონტენეგრო), სტივენ კოლკერსა (სიერა ლეონე) და რადჰი ჯაიდისთან (ტუნისი) ერთად იყოფს.
პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები ქვეყნების მიხედვით
| 1. ალან შირერი | 260 გოლი | ინგლისი |
| 2. მოჰამედ სალაჰი | 190 გოლი | ეგვიპტე |
| 3. სერხიო აგუერო | 184 გოლი | არგენტინა |
| 4. ტიერი ანრი | 175 გოლი | საფრანგეთი |
| 5. რობინ ვან პერსი | 144 გოლი | ნიდერლანდები |
| 6. სონ ჰინ მინი | 127 გოლი | სამხრეთ კორეა |
| 7. რობი კინი | 126 გოლი | ირლანდია |
| 8. დუაიტ იორკი | 123 გოლი | ტრინიდადი |
| 9. რომელუ ლუკაკუ | 121 გოლი | ბელგია |
| 10. სადიო მანე | 111 გოლი | სენეგალი |
| 11. რაიან გიგზი | 109 გოლი | უელსი |
| 12. ერლინგ ჰოლანდი | 107 გოლი | ნორვეგია |
| 13. დიდიე დროგბა | 104 გოლი | კოტ-დ'ივუარი |
| 14. კრიშტიანუ რონალდუ | 103 გოლი | პორტუგალია |
| 15. ემანუელ ადებაიორი | 97 გოლი | ტოგო |
| 84. თემურ ქეცბაია | 8 გოლი | საქართველო |









