წარმოგიდგენთ პრემიერ ლიგის ლეგენდების იმ სიმბოლურ თერთმეტეულს, რომლებიც გუნდებმა ძალიან ბიუჯეტურ ფასად გაიფორმეს. კარში ედვინ ვან დერ სარი: მანჩესტერ იუნაიტედის ეპოქალური გოლკიპერი, რომლის ტრანსფერი ფულჰემიდან სულ რაღაც 4 მილიონი ევრო დაჯდა.
მცველების ოთხეული - ნემანია ვიდიჩი, ვენსან კომპანი, პატრის ევრა და სესარ ასპილიკუეტა. ნახევარმცველების სამეული - პატრიკ ვიეირა, ნ'გოლო კანტე და ფილიპე კოუტინიო. შემტევი ტრიო კი იქნებოდა ასეთი: იურგენ კლინსმანი, ერიკ კანტონა და რობინ ვან პერსი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩამოთვლილი 11-ეულის სატრანსფერო დეტალები.
| ედვინ ვან დერ სარი | 4 მილიონი ევრო | ფულჰემიდან - მანჩესტერ იუნაიტედში |
| ნემანია ვიდიჩი | 10.5 მილიონი ევრო | სპარტაკიდან - მანჩესტერ იუნაიტედში |
| ვენსან კომპანი | 8.5 მილიონი ევრო | ჰამბურგიდან - მანჩესტერ სიტიში |
| პატრის ევრა | 8 მილიონი ევრო | მონაკოდან - მანჩესტერ იუნაიტედში |
| სესარ ასპილიკუეტა | 8.8 მილიონი ევრო | მარსელიდან - ჩელსიში |
| პატრიკ ვიეირა | 5.35 მილიონი ევრო | მილანიდან - არსენალში |
| ნ'გოლო კანტე | 9 მილიონი ევრო | კაენიდან - ლესტერში |
| ფილიპე კოუტინიო | 13 მილიონი ევრო | ინტერიდან - ლივერპულში |
| რობინ ვან პერსი | 4.5 მილიონი ევრო | ფეიენოორდიდან - არსენალში |
| ერიკ კანტონა | 1.8 მილიონი ევრო | ლიდსიდან - მანჩესტერ იუნაიტედში |
| იურგენ კლინსმანი | 2.7 მილიონი ევრო | მონაკოდან - ტოტენჰემში |









