წინა ტურში მარცხის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ნაპოლის ევროზონაში მოხვედრის მინიმალური შანსები დარჩა, თუმცა ბრძოლას ბოლომდე აპირებენ და ამისთვის ყველა მატჩი უნდა მოიგონ.
რომასთან მატჩს სხვა მოტივი აქვს - ნეაპოლელ გულშემატკივარს საკუთარ მოედანზე გამარჯვება უკვე 2 თვეა არ უზეიმია, რაც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
ნაპოლიმ ბოლოს 3 მარტს მოიგო, როცა იუვენტუსი დაამარცხა და იმის შემდეგ, საშინაო კედლებში ზედიზედ 3 თამაშია არ მოუგია.
მნიშვნელოვანია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც, რადგან ბოლო დღეებში მის ტრანსფერზე ბევრი იწერება. კვარას აგენტი, მამუკა ჯუღელი, ნეაპოლშია, თამაშსაც დაესწრება და კლუბის ხელმძღვანელობასაც შეხვდება.
ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "ბუნებამ კვარაცხელიას მისცა ნიჭი, რომ ჰქონდეს გამორჩეული საფეხბურთო უნარები, თუმცა მასთან ხშირად მაქვს ხოლმე კომუნიკაცია და ხშირად ვეუბნები, რომ ფეხბურთი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ოქროს ბურთისკენ სწრაფვა შესანიშნავია და მას ეს ნამდვილად შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ თავის საფეხბურთო თვისებებს კიდევ უფრო დახვეწს და გააუმჯობესებს. იმავეს ვიტყვი ოსიმენზეც. ორივე ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთისთვის რაღაც აკლიათ და ეს სტიმული მე და იმ მწვრთნელებმა უნდა მივცეთ, რომლებიც მათთან იმუშავებენ".
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ემპოლი-ნაპოლი 1:0, ნაპოლი-ფროსინონე 2:2. მონცა-ნაპოლი 2:4, ნაპოლი-ატალანტა 0:3, ინტერი-ნაპოლი 1:1;
რომას ბოლო 5 მატჩი: უდინეზე-რომა 1:2, რომა-ბოლონია 1:3, რომა-მილანი 2:1, მილანი-რომა 0:1, რომა-ლაციო 1:0;
ნაპოლი-რომა:
იტალიის სერია ა, 34-ე ტური;
28 აპრილი, 20:00;
დიეგო არმანდო მარადონა, ნეაპოლი;
მთავარი მსაჯი: სიმონე სოზა.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] 2-თვიანი მოუგებელი სერია მარადონაზე - ნაპოლი გულშემატკივრის მოსაბრუნებლად](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fh4ToxEUriHiI7niOULhgxFmAYoWDWwef.webp&w=3840&q=75)







