ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 1 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და პლეიოფის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. 1/8 ფინალში კი საუთგეიტის გუნდმა სლოვენია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.
წლევანდელ ევროზე ერთ-ერთ ყველაზე შემტევ ფეხბურთს აჩვენებს შვეიცარიის ნაკრები, რომელმაც ჯგუფში 5 გოლი გაიტანა და, ინგლისის მსგავსად, 5 ქულა დააგროვა, თუმცა, მეორე ადგილზე გავიდა. 1/8 ფინალში კი მოქმედ ჩემპიონს, იტალიის ეროვნულ ნაკრებს უშანსოდ, 2:0 მოუგო.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ, სადაც 2:1 გამარჯვება ინგლისს დარჩა. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი ბრიტანელებმა 3 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად შვეიცარიამ მეტოქე შორეულ 1981 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაამარცხა.
დღევანდელ დაპირისპირებას იტალიელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის — მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო იქნება, რომელსაც ჩირო კარბონე და ალესანდრო ჯიალატინი დაეხმარებიან. VAR-ის ოთახში კი მასიმილიანო ირატი იმუშავებს. ინგლისისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] დაძაბული მატჩის მოლოდინში — 1/2 ფინალის საგზურისთვის ინგლისი შვეიცარიას შეხვდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Foqa3ZLIOCZNIJWyVj5XO6DsPwn0rBH9X.webp&w=3840&q=75)








