დღეს გაიმართება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა პსჟ-სა და ლონდონის ჩელსის შორის.
ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, პარიზელებს შანსი აქვთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგონ და მორიგი ისტორია დაწერონ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ამ გუნდის ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას .
მეტოქის საჯარიმოში მიღებული ბურთების რაოდენობის კვარაცხელია ამ ტურნირზე პირველ ადგილს იკავებს. მას ყველაზე მეტი, 5 რეალური მომენტი შეექმნა, საიდანაც ერთი გაიტანა.
ფინალამდე მისასვლელად ლუის ენრიკეს გუნდმა საინტერესო გზა გაიარა. დაამარცხეს ინტერ მაიამი, ბაიერნი და მადრიდის რეალი. ჩელსის შედარებით მარტივი ბადე შეხვდა. მათ ბენფიკას, პალმეირასის და ფლუმინესეს ბარიერი დაძლიეს.
დღევანდელ შეხვედრას პსჟ დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს პაჩო და ლუკას ერნანდესი დააკლდება. მათ რეალთან მატჩიც გამოტოვეს, თუმცა ეს დანაკლისი გუნდს საერთოდ არ დატყობია.
21-ე საუკუნეში პსჟ და ჩელსი ერთმანეთს სულ ჯამში 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 3 ჩელსიმ მოიგო, 4 პსჟ-მ, 3 კი ფრედ დასრულდა.
ჩელსი - პსჟ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ფინალი
13 ივლისი, 23:00
მიდოულენდსი, ნიუ იორკი
მთავარი მსაჯი: ალირეზა ფაღანი (ირანი)
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ერთი ნაბიჯი მორიგ ტიტულთან - პსჟ ჩელსის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fa4Vlwgqs35Ea8tFFqUMjODohrhaba32c.webp&w=3840&q=75)







