1/8-ფინალური ეტაპის გახსნითი შეხვედრა ბერლინში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს იაკინის შვეიცარია და სპალეტის იტალია დაუპირისპირდებიან.
შვეიცარიამ ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულადაც გავიდა. 1 გამარჯვება, 2 ფრე და მოპოვებული 5 ქულა. გერმანიის ნაკრების შემდეგ, იაკინის გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
რაც შეეხება იტალიას, სპალეტის გუნდმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ რთლად გადალახა. რომ არა ძაკანის ხორვატიასთან გატანილი გოლი, "სკუადრა აძურა" ჯგუფში ჩარჩებოდა. იმის მიუხედავად, რომ სპალეტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ არასტაბილური თამაში აჩვენა, შვეიცარიასთან მაინც ფავორიტის სტატუსით იქნება.
ამ შეხვედრაში შვეიცარიას სილვან ვიდმერი, ხოლო იტალიას - რიკარდო კალაფიორი დააკლდება. ფეხბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე 2-2 ყვითელი ბარათი მიიღეს.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა იტალიის მხარეს არის — 1 გამარჯვება და 4 ფრე.
აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი პოლონელი შიმონ მარცინიაკი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევრო 2024 — 1/8 ფინალური ეტაპი ბერლინში დაიწყება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fk2Tl3rQpDhv04fWREDvHo65O9p3dFBze.webp&w=3840&q=75)







