ხორვატია V ალბანეთი (17:00 საათი)
სათამაშო დღეს B ჯგუფის შეხვედრა გახსნის, სადაც ხორვატიის და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი პირველ ტურში დამარცხდა და დღეს პირველი ქულებისთვის იბრძოლებს.
პირველ ტურში ხორვატიის ნაკრები ესპანეთს შეხვდა და დიდი ანგარიშით წააგო — ზლატკო დალიჩის გუნდმა 3 უპასუხო გოლი გაუშვა. მინიმალური სხვაობით დათმო შეხვედრა ალბანეთმა დორტმუნდში, სადაც მოქმედი ჩემპიონის წინაშე 2:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატია და ალბანეთი ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩი ჰამბურგში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობა:
გერმანია V უნგრეთი (20:00 საათი)
ევრო 2024-ის მასპინძელი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება — შეხვედრა შტუტგარტში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
პირველ ტურში ბუნდესნაკრებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და შოტლანდია 5:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ გერმანელებს ბურთის ფლობის 68%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ და მეტოქის კარის მიმართულებით 20-ჯერ დაარტყეს. უნგრეთის ნაკრები კი გახსნით შეხვედრაში შვეიცარიას დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
გერმანიის და უნგრეთის ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში მცირე უპირატესობას ბუნდესნაკრები ფლობს — 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. ბოლოს გუნდები ერთმანეთს უეფას ერთა ლიგაზე შეხვდნენ, სადაც უნგრეთმა მეტოქე გასვლაზე 1:0 დაამარცხა.
სავარაუდო შემადგენლობა:
შოტლანდია V შვეიცარია (23:00 საათი)
დღევანდელი სათამაშო დღე კიოლნში დასრულდება, სადაც ერთმანეთს შოტლანდიისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან — შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შოტლანდია პირველ ტურში ტურნირის მასპინძელთან 5:1 განადგურდა და დღეს პირველი ქულების აღებას შეეცდება, ხოლო შვეიცარიას წარმატებული სტარტის შემდეგ პლეიოფის საგზურის განაღდების შანსი ექნება.
ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2 მარტს, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ, სადაც შვეიცარიამ 3:1 იმარჯვა. უკანასკნელ 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი შვეიცარიას 2 მოგება აქვს, შოტლანდიას 1, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობა:

![[პრევიუ] ევრო 2024 — ჯგუფური ეტაპის მეორე ტური იწყება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F0AzbLwwIth0BbWDaNqRU4fRk1Nhmu3ad.webp&w=3840&q=75)









