რუმინეთი V უკრაინა (17:00 საათი)
E ჯგუფის გახსნითი შეხვედრა, რომელშიც ფავორიტის გამორჩევა რთულია. ორივე ნაკრები ითამაშებს ოპტიმალური შემადგენლობით, დანაკლისის გარეშე. შეგახსენებთ, რუმინეთმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი 22 ქულით, პირველ პოზიციაზე დაასრულა. შვეიცარიაზე, ისრაელზე, ბელარუსზე, კოსოვოსა და ანდორაზე მაღლა.
უკრაინამ გამოიარა უფრო რთული გზა და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, ამ ნაკრებს პლეიოფში თამაში მოუწია. ნახევარფინალში მან ბოსნია დაამარცხა, ფინალში კი - ისლანდია. როგორც ვხედავთ, "ლურჯ-ყვითლებმა" საქართველოს ეროვნული გუნდის მსგავსი გზა გაიარეს.
რაც შეეხება ან ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორიას - ექვსი თამაში, სამჯერ იმარჯვა რუმინეთმა, სამჯერ კი უკრაინამ. ფრე მათ შორის არასდროს დაფიქსირებულა.
სავარაუდო შემადგენლობა
ბელგია V სლოვაკეთი (20:00 საათი)
E ჯგუფის მეორე შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ ბელგიის ნაკრების სახით, ბრძოლაში ჯგუფის ფავორიტი ერთვება. გუნდის განკარგულებაშია რომელუ ლუკაკუ, რომელსაც ევროპის კონტინენტზე ეროვნულ გუნდებში გატანილი ბურთების რაოდენობით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ უსწრებს. შეგახსენებთ, ბელგიელ ფორვარდს 85 გოლი დაუგროვდა.
რაც შეეხება სლოვაკეთს, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია ფრანჩესკო კალცონა, რომელიც განვლილი საკლუბო სეზონის მეორე ნახევარში ნაპოლიში მუშაობდა. იტალიელმა თავკაცმა ვერ მოახერხა სერია ა-ს ყოფილი ჩემპიონების სეზონის გადარჩენა და ვნახოთ, რა იქნება ამჯერად საერთაშორისო ასპარეზზე.
ეს ნაკრებები ერთმანეთს აქამდე სამჯერ შეხვედრიან - ერთხელ იმარჯვა ბელგიამ, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა. წინა სამივე დაპირისპირება ამხანაგური იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, მათ დაპირისპირებებში ახალი ეტაპი იწყება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ავსტრია V საფრანგეთი (23:00 საათი)
ბოლოს კი D ჯგუფი და დღის ცენტრალური დაპირისპირება. ავსტრიის ნაკრები არის ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა დავიდ ალაბას გარეშე შეუძლებელია ამ ეროვნული გუნდის განაცხადს ოპტიმალური ერქვას. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელ უკანახაზელს ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა და მას ევრო 2024-ის გამოტოვებაც უწევს.
საფრანგეთს იმავე მიზეზით არ ეყოლება ლუკას ერნანდესი, თუმცა ცხადია, რესურსის მხრივ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებისთვის ეს პრობლემა უფრო მარტივად მოგვარებადია. ყურადღების ცენტრში იქნება კილიან მბაპე, რომლისთვისაც ევრო 2024 იქნება პირველი ტურნირი მადრიდის რეალის მოთამაშის რანგში.
ამ ნაკრებებს ერთმანეთთან აკავშირებთ ურთიერთშეხვედრების საკმაოდ მდიდარი ისტორია - 25 თამაში, 13-ჯერ იმარჯვა საფრანგეთმა, 9-ჯერ ავსტრიამ, 3 მატჩში კი ფრე დაფიქსირდა.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევრო 2024 - მეოთხე სათამაშო დღე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F50NbZJNWLMxhOPZ4rAglZHpaTBCbOiDm.webp&w=3840&q=75)









