პოლონეთი V ნიდერლანდები (17:00 საათი)
D ჯგუფის პირველი მატჩი, სადაც ამ ორი გუნდის გარდა ავსტრიასა და საფრანგეთსაც ვხვდებით. გამოკვეთილი ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ მეორე და მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
პოლონეთი ამ შეხვედრას უდიდესი დანაკლისით ხვდება - გუნდის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი, ტრავმის გამო, საკუთარ ნაკრებს ვერ დაემხარება. ამ ფაქტის გამო, ნიდერლანდების წინააღმდეგ, პრობიერჟის გუნდის შანსები კიდევ უფრო მცირდება.
მეორე მხრივ, არც კუმანის გუნდშია ძალიან კარგი სიტუაცია. ევრო 2024-ის დაწყებამდე, გუნდმა ორი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი დაკარგა - ჯერ ფრენკი დე იონგი, შემდეგ კი - ტენ კუპმაინერსი. ტრავმირებული ფეხბურთელები იან მაატსენმა და ჯოშუა ზირკზემ შეცვალეს. ორი ასეთი ნახევარმცველის გამოკლება, რა თქმა უნდა, გუნდის გეგმებს თავიდან ბოლომდე ცვლის. ტრავმირებულია ასევე ბრაიან ბრობიც, რომელიც ამ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში დიდი უპირატესობა ნიდერლანდების მხარეს არის — 4 მოგება და 1 ფრე. ბოლოს პოლონთმა მეტოქე 1979 წელს დაამარცხა.
მატჩის მთავარი არბიტრი პორტუგალიელი არტურ სუარეშ დიაში იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
სლოვენია V დანია (20:00 საათი)
C ჯგუფის გახსნითი შეხვედრა, სადაც ლოგიკური ფავორიტი დანიაა.
დანია ამ შეხვედრას 3-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. ბოლოს გამართულ 3 ამხანაგურ შეხვედრაში, გუნდმა ორი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
რაც შეეხება სლოვენიას, მეტოქის მსგავსად, კეკის გუნდიც კარგ ფორმაშია. ევროპის ჩემპიონატს გუნდი 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება: 4 მოგება და 2 ფრე.
საინტერესოა, რომ ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ და ორივე მათგანმა 22-22 ქულა დააგროვა. დანია პირველი ადგილით გავიდა ევრო 2024-ზე, სლოვენია კი - მეორე პოზიციით.
გუნდები ამ შევხედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან. ბოლო ინფორმაციით, ტრავმირებული ფეხბურთელები არც ერთ გუნდს არ ჰყავს, შესაბამისად, 20:00 საათზე, დიდ ბრძოლას ველოდებით.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში დანიას დიდი უპირატესობა აქვს — 4 მოგება და 1 ფრე. სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს დანია, არასადროს დაუმარცხებია.
მატჩის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი სანდრო შარერი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
სერბეთი V ინგლისი (23:00 საათი)
მესამე სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ფელტინს არენაზე გაიმართება. გარეთ საუთგეიტის გუნდი C ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი 3 გუნდია ჩართული, საიდანაც სერბეთი, შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტია.
ამ მატჩს გუნდები არც ისე კარგ ფორმაში ხვდებიან. სანაკრებო ამხანაგური მატჩების დროს, ორივემ 4-4 შეხვედრა ჩაატარა, თანაც საკმაოდ არასტაბილურად. სერბეთმა ორი მატჩი მოიგო და ორი წააგო. რაც შეეხება ინგლისს: 1 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება.
ბოლო ინფორმაციით, გუნდები ამ მატჩს ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე ჩაატარებენ. ინგლისელთა მხრიდან, გამოჯანმრთელება მოასწრო ჯონ სტოუსნმა, შესაბამისად, გუნდები ამ შეხვედრას საბრძოლო განწყობით ხვდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ სერბეთსა და ინგლისს ამ მატჩამდე ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.
მატჩის მთავარი არბიტრი იტალიელი დანიელე ორსატო იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევრო 2024 — მესამე სათამაშო დღე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FyqMFetMAbfKEbz7h0WVM31Mvd0UEdwO6.webp&w=3840&q=75)







