სლოვაკეთი V უკრაინა (17:00 საათი)
E ჯგუფში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. პირველი ტურის შემდეგ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ როგორც ბელგიას, ისე უკრაინასაც ნული ქულა ექნებოდა. ჯგუფს რუმინეთი და სლოვაკეთი ლიდერობენ.
სლოვაკეთის გამარჯვება ბელგიის წინააღმდეგ, შეიძლება დიდი სენსაცია არ იყო, მაგრამ მაინც შეგვიძლია იმის თქმა, რომ საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ბელგიას ამ შეხვედრაში ძალიან არ გაუმართლა - ლუკაკუს ორი გაუქმებული გოლის გარდა, გუნდმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა შნარცის გატანილი გოლი, ამ შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. კალცონას გუნდი უკრაინასთან შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება.
რაც შეეხება რებროვის გუნდს, უკრაინამ პირველ ტურში ძალიან მძიმე მარცხი განიცადა. რუმინეთმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 3 უპასუხო გოლის გატანაც მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ, ფაქტია, გუნდმა ტურნირზე ასპარეზობა ძალიან ცუდად დაიწყო.
სლოვაკეთი და უკრაინა ამ შეხვედრას ტრავმების გარეშე ხვდებიან, ორივე გუნდში ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში სრული თანაფარდობაა — 2 გამარჯვება სლოვაკეთს, 2 გამარჯვება უკრაინას და 1 ფრე.
აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი ინგლისელი მაიკლ ოლივერი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
პოლონეთი V ავსტრია (20:00 საათი)
სათამაშო დღის მეორე მატჩი, ორი დამარცხებული ნაკრები, რომელთათვისაც ეს შეხვედრა ბოლო იმედია. D ჯგუფის ორი ბინადარი, რომლებმაც ევრო 2024 ცუდად დაიწყეს.
პოლონეთმა პირველ ტურში ძალიან დასანანი მარცხი განიცადა. პრობიერჟის გუნდმა ლევანდოვსკის გარეშე, ნიდერლანდებს დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მატჩის მიწურულს ვუტ ვეგჰორსტმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა.
რაც შეეხება ავსტრიას, რანგნიკის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან დამარცხდა. იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, დეშამის გუნდი 90 წუთის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. შეიძლება იმის თქმაც, რომ „მამლებმა“ ძალების დაზოგვით მოახერხეს გამარჯვება.
პოლონეთს ავსტრიასთან შეხვედრაში, დიდი ალბათობით, რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდება, რაც, რა თქმა უნდა, თამაშზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. ავსტრიელთა მხრიდანაც ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია.
ნაკრებების 5 ურთიერთდაპირისპირებიდან დიდი უპირატესობა პოლონეთის მხარეს არის — 3 მოგება და 2 ფრე.
მატჩის მთავარი არბიტრი თურქი ჰალილ უმუთ მელერი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნიდერლანდები V საფრანგეთი (23:00 საათი)
სათამაშო დღის მთავარი შეხვედრა, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები და ბრძოლა პირველი ადგილისთვის.
როგორც ნიდერლანდები, ისე საფრანგეთიც ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. ორივე ამ გუნდმა პირველ ტურში დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. კუმანისა და დეშამის გუნდები რომ D ჯგუფის ფავორიტები იქნებოდნენ, ეს ყველამ იცოდა, თუმცა ახლა გასარკვევია, რომელი მათგანი დაიკავებს პირველ ადგილს.
კუმანის ბიჭებს პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ, რაც შეეხება „მამლებს“, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 0:1 გაიმარჯვეს, დეშამის გუნდი მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა.
ნიდერლანდები ამ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება, ხოლო ფრანგებს სერიოზული პრობლემები აქვთ - 4 ფეხბურთელია ისეთი, რომლებიც ითამაშებენ თუ არა, ჯერჯერობით უცნობია:
მბაპეს ცხვირის დაზიანება აქვს, ჟირუს, ტეოსა და სალიბას კი კუნთების ტრავმები აქვთ. ამ მომენტისთვის უცნობია, ამ ოთხი ფეხბურთელიდან, რომელი შეძლებს ნიდერლანდებთან თამაშს. ჩვენთვის ცნობილია, რომ კილიან მბაპე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ გუნდელებს ამ შეხვედრაში დაეხმაროს.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში დიდი უპირატესობა საფრანგეთის მხარეს არის — 4 მოგება და 1 მარცხი. ბოლოს ნიდერლანდებმა მეტოქე 2018 წელს დაამარცხა.
მატჩის მთავარი არბიტრი ინგლისელი ენტონი ტეილორი იქნება.

![[პრევიუ] ევრო 2024: ნიდერლანდები - საფრანგეთის მატჩის მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FrrrHBTfGHx40Q0xoGI7VdWocFtPYsD9M.webp&w=3840&q=75)