სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გრძელდება. მაყურებელი დღეს ორ ნახევარფინალურ დაპირისპირებას იხილავს. ერთმანეთს ინგლისი-ნიდერლანდები და გერმანია-საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე დაპირისპირება სტარტს 23:00 საათზე აიღებს.
ინგლისმა 1/4 ფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთი საკმაოდ მარტივად, 1-3 დაამარცხა, ხოლო მისმა მეტოქემ ნიდერლანდებმა პორტუგალიის ბარიერი საკმაოდ მძიმე ბრძოლაში გადალახა. მაიკლ რაიციგერის გუნდმა პორტუგალიას მინიმალური ანგარიშით, 0-1 მოუგო.
რაც შეეხება მეორე წყვილს, გერმანიამ მძიმე ბრძოლაში იტალია 3-2 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთმა უხვგოლიან დაპირისპირებაში დანიას ამავე ანგარიშით, 2-3 აჯობა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი 28 ივნისს გაიმართება.

![[პრევიუ] ევრო 2025 | ნახევარფინალური დაპირისპირებების მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fjl5zk6S0jnNFb5GCAQae6aHKsEalFI0s.webp&w=3840&q=75)







