"ჯალოროსის" მოწინააღმდეგე არის გუნდი, რომელიც 46 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია. ამასთან ერთად, "ფარმაცევტებმა" უკვე გაიფორმეს გერმანიის ჩემპიონობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მთელი ძალებით ევროსარბიელზე გადმორთვა შეუძლიათ. "მგლებისთვის" კი კალჩოში ჯერ არაფერია გარკვეული, ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

დანიელე დე როსი (რომას მწვრთნელი): "ლევერკუზენს პატივს ვცემთ და ვუფრთხით. ალონსომ ამ გუნდის განვითარებაში საოცარი შრომა ჩადო და შედეგიც შესაბამისი მიიღო. ვუპირისპირდებით გერმანიის ახალ ჩემპიონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მატჩის სადავეების დათმობას ვაპირებთ. ასე არ იქნება".
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენის მწვრთნელი): "გველის ურთულესი დაპირისპირებები, განსაკუთრებით გასვლაზე, ოლიმპიკოს სტადიონზე. საოცარია, რომ ევროპა ლიგის 1/2 ფინალს გერმანიის ჩემპიონების სტატუსით ვხვდებით. მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით, რადგან ყოველთვის არის ის, რის გამოც ბრძოლა ღირს".
რომა-ლევერკუზენი:
ევროპა ლიგის 1/2 ფინალი;
2 მაისი, 23:00 საათი;
ოლიმპიკო, რომი;
მთავარი მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი);
სავარაუდო შემადგენლობები:

"ჯალოროსისა" და ბაიერის შეხვედრის პარალელურად, ატალანტა მარსელს ესტუმრება. მასპინძლებმა მეოთხედფინალის ფარგლებში პენალტების სერიაში აჯობეს ლისაბონის ბენფიკას, ბერგამოელებმა კი ლივერპული გათამაშებას სენსაციურად გამოთიშეს. დიახ, იურგენ კლოპის ბოლო ევროპული თავგადასავალი სწორედ "შავ-ლურჯებთან" დასრულდა.
ჟან-ლუი გასე (მარსელის მწვრთნელი): "ვუპირისპირდებით მოწინააღმდეგეს, რომელმაც წინა ეტაპზე ბრძოლას გამოთიშა ლივერპული - ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ატალანტა ძალიან სახიფათოა და მათ განსაკუთრებულად უნდათ ევროთასის მოგება. მოტივაციის ნაკლებობას არც ჩვენ განვიცდით. მოგებას ვეცდებით".
ჯან პიერო გასპერინი (ატალანტას მწვრთნელი): "ევროპის კლუბებში მარსელი ყოველთვის სახიფათოა. უკანასკნელ წლებს რომ თვალი გადავავლოთ, ვნახავთ რომ ისინი ევროთასების ფინალში არაერთხელ გასულან. ოლიმპიკმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს 1/2 ფინალში წარმატების მიღწევა. ძალიან რთული მატჩები გველის".
მარსელი-ატალანტა:
ევროპა ლიგის 1/2 ფინალი;
5 მაისი, 23:00 საათი;
მარსელი, ველოდრომი;
მთავარი მსაჯი: დანიელ სიბერტი (გერმანია);
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევროპა ლიგის 1/2 ფინალები: დე როსი ალონსოს წინააღმდეგ, ატალანტა მარსელს ესტუმრება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fb7udRU33i4BQtIy7C3qLvcGJwNZFfql6.webp&w=3840&q=75)









