ალბათ, ეს იმით არის გამოწვეული, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე სტაბილური გუნდები, რომელთაც არც დიდი ჩავარდნა და არც კრიზისი არ ჰქონია, სწორედ ბაიერნი და რეალი არიან.
თავიანთ ჩემპიონატებში ორივე გუნდს სხვადასხვანაირი სიტუაცია აქვს. ბაიერნმა ბუნდესლიგის ტიტული ლევერკუზენთან დათმო, რეალი კი პირიქით, ნახევარ ნაბიჯშია ლა ლიგის ტიტულთან.
კარლო ანჩელოტიმ წინა ეტაპზე მსოფლიოს გამორჩეული გუნდი, მანჩესტერ სიტი, დაამარცხა, ბაიერნმა კი არანაკლებ ძლიერი არსენალი გამოთიშა ასპარეზობიდან.
აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტს თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბაიერნთან არასდროს წაუგია. თავის მხრივ, ბაიერნის მთავარ მწვრთნელს, ტომაშ ტუხელს ყველა ტურნირზე, ნახევარფინალში მარცხი არ აქვს.

ტომაშ ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "ინდივიდუალურად მეტოქის ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ბელინგემი უნიკალური მოთამაშეა, რომელიც ზრდას განაგრძობს. ურთულესი მატჩი გველის, სადაც მონდომება, ტაქტიკა, იღბალი და ყველაფერი ერთად იმოქმედებს. ძირითად შემადგენლობაში ყველა ის ფეხბურთელი უნდა მყავდეს, რომელიც მზად იქნება 90 წუთი სათამაშოდ, ამიტომ სასტარტო 11-ეული არჩეული ჯერ არ მაქვს".
კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "ბაიერნი დიდი გამოცდილების უძლიერესი გუნდია. მათ ბუნდესლიგაში წარმატებული სეზონი არ ჰქონდათ, თუმცა არსენალთან ორივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და დაგვანახეს, რა შეუძლიათ რეალურად. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. ბაიერნი არის გუნდი, რომელსაც სხვადასხვა ტაქტიკით და სტილით შეუძლია თამაში, ეს კი საშიშია".

ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: ბაიერნი-აინტრახტი 2:1, უნიონი-ბაიერნი 1:5, ბაიერნი-არსენალი 1:0, ბაიერნი-კიოლნი 2:0, არსენალი-ბაიერნი 2:2;
რეალის ბოლო 5 მატჩი: სოსიედადი-რეალი 0:1, რეალი-ბარსელონა 3:2, მანჩესტერ სიტი-რეალი 1:1, მალიორკა-რეალი 0:1. რეალი-მან.სიტი 3:3;
ბაიერნი - რეალი:
ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი;
30 აპრილი, 23:00;
ალიანს არენა, მიუნხენი;
მთავარი მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი);
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევროპული კლასიკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F2RtixJQW4kOnfyi9Grq4FYNVaXRltLGs.webp&w=3840&q=75)







