გვარდიოლას გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია - გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელი, დე ბრუინი და ჰოლანდი, ტრავმების შემდეგ საოცარ ფორმაში დაბრუნდნენ. სიტი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოვიდა, „ქალაქელებმა“ კოპენჰაგენი 1:3 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპს მიუახლოვდნენ.
ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება ჩელსიც, რომელმაც ბოლო ტურში ლონდონურ დერბიში გამარჯვება შეძლო, პოჩეტინოს გუნდმა, კრისტალ პალასი 1:3 დაამარცხა. საოცარ ფორმაშია პალმერი, რომელიც უბრალოდ შეუჩერებელია, მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 21 წლის ინგლისელი ჩელსის მთავარი იარაღია.
გვარდიოლას კომენტარი (მან. სიტის მწვრთნელი): "ჩელსის პროექტი ძალიან მომწონს, გუნდი ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ყველა პოზიციაზე საკმაოდ ძლიერი კადრები ჰყავთ და ვფიქრობ, რთული მატჩი გველოდება. ამ გუნდს ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად. მარტივი გასეირნება არ გველოდება, ვიცი რომ როგორც პირველ წრეში, ახლაც რთული შეხვედრა გამოვა."

პოჩეტინოს კომენტარი (ჩელსის მწვრთნელი): "მანჩესტერ სიტი ძალიან კარგ ფორმაშია. გვარდიოლას გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და წინ რთული მატჩი გველოდება. არ ვაპირებთ დაცვაში ჩაჯდომას და მხოლოდ კარის მშრალად შენახვაზე ფიქრს. ჩვენ მოგვიწევს ბევრი სირბილი, ჭკვიანურად გადაადგილება, ეს იქნება რთული, მაგრამ საინტერესო შეხვედრა. ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან."

მან. სიტის ბოლო 5 მატჩი: კოპენჰაგენი-მან. სიტი 1:3, მან. სიტი-ევერტონი 2:0, ბრენტფორდი-მან. სიტი 1:3, მან. სიტი-ბარნლი 3:1, ტოტენჰემი-მან. სიტი 0:1.
ჩელსის ბოლო 5 მატჩი: კრისტალ პალასი-ჩელსი 1:3, ასტონ ვილა-ჩელსი 1:3, ჩელსი-ვულვზი 2:4, ლივერპული-ჩელსი 4:1, ჩელსი-ასტონ ვილა 0:0.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): ჩელსი-მან. სიტი 4:4, მან. სიტი-ჩელსი 1:0, მან. სიტი-ჩელსი 4:0, ჩელსი-მან. სიტი 0:1, მან. სიტი-ჩელსი 2:0.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
მან. სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, სტოუნსი, აკე, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდო სილვა, ფოდენი, ალვარესი, ჰოლანდი.
დანაკლისი: გვარდიოლი, გრილიში, სერხიო გომესი.
ჩელსი: პეტროვიჩი, გუსტო, დისასი, კოლვილი, ჩილველი, კაისედო, ენცო ფერნანდესი, გალაგერი, მადუეკე, ჯექსონი, პალმერი.
დანაკლისი: ტიაგო სილვა, ჯეიმსი, ფოფანა, უგოჩუკვუ, ლავია, კუკურეია, ბადიაშილე.
მანჩესტერ სიტი - ჩელსი;
პრემიერ ლიგა, 25-ე ტური;
17 თებერვალი, 21:30 (თბილისის დროით);
ეტიჰად სთედიუმი, მანჩესტერი;
მთავარი მსაჯი: ენდრიუ მედლი (ინგლისი);

![[პრევიუ] გამოკვეთილი ფავორიტი სიტია, მაგრამ პირველი წრის მატჩი ყველას გვახსოვს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F4U29x8gEwI7aluZyhmOdEGqmp3vFCs9Y.webp&w=3840&q=75)







