ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო მეცის ქართველი ფორვარდის, ჟორჟ მიქაუტაძის ხილვაა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგაც შეეცდება გოლის გატანას.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია, მას ლიგა 1-ში 13 გოლი აქვს გატანილი, 4 საგოლე გადაცემასთან ერთად.
აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ-ს ფრანგი შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს. მოგეხსენებათ, მბაპე პარიზულ გრანდს ტოვებს და რეალში გადადის. თუმცა არ არის გამორიცხული, ლუის ენრიკემ დღეს ის საერთოდ არ ათამაშოს, ან სკამიდან შეიყვანოს.
სატურნირო ცხრილს რაც შეეხება, პსჟ უკვე ჩემპიონია და ზეიმიც მოასწრეს, მეცმა მე-16 პოზიცია დაიკავა და რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად თამაში ფლეიაუტში მოუწევს.
პსჟ-სთვის ეს სეზონის ბოლო მატჩი არ იქნება, რადგან 25 მაისს, გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში ლიონს დაუპირისპირდება და წელს მეორე ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
მეცის ბოლო 5 მატჩი: სტრასგბურგი-მეცი 2:1, მეცი-რენი 2:3, მეცი-ლილი 1:2, ლე ავრი-მეცი 0:1, მეცი-ლანსი 2:1.
პსჟ-ს ბოლო 5 მატჩი: ნიცა-პსჟ 1:2, პსჟ-ტულუზა 1:3, პსჟ-დორტმუნდი 0:1, დორტმუნდი-პსჟ 1:0, პსჟ-ლე ავრი 3:3
მეცი-პსჟ:
საფრანგეთის ლიგა 1, 34-ე ტური;
19 მაისი, 23:00;
სტადიო სენ-სიმფორიენი, მეცი;
მთავარი მსაჯი: გაელ ანგულა;
სავარაუდო შემადგენლობები

![[პრევიუ] გაუტანს მიქაუტაძე პსჟ-საც? - მბაპეს ბოლო მატჩი ჩემპიონატში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FHTRRPIAHyXSK4NGIuhodXVDMRQvWTs6w.webp&w=3840&q=75)







