მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი მიუნხენში შედგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. დორტმუნდმა კი პსჟ დაამარცხა და თავისი მეტოქის მოლოდინშია.
13 წლის შემდეგ, შესაძლოა უემბლიზე კვლავ გერმანული ფინალი ვიხილოთ, თუმცა რეალი ამის დაშვებას არ აპირებს და მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მე-15-ედ მოგებაა.
ბაიერნმა ეს სეზონი არც თუ ისე წარმატებით ჩაატარა და იმისთვის, რომ რეკორდმაისტერმა სეზონი გადაარჩინოს, ლიგა უნდა მოიგოს.
რეალმა ლა ლიგის ტიტული უკვე მოიგო, თუმცა ანჩელოტის გადაწყვეტილებით, მათ ეს წარმატება არ უზეიმიათ, რადგან ბაიერნთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის დიდი მზადება მიმდინარეობს.

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "ჩემი გუნდის მჯერა, რადგან ეს რეალია! ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს და ასევე, გულშემატკივრებიც მეიმედება, რომლებმაც დიდი წვლილი უნდა შეიტანონ თამაშში. ბაიერნს კი დიდ პატივს ვცემ. რეალი და ბაიერნი ევროპაში გამორჩეული ისტორიის მქონე კლუბები არიან, ამიტომ ასეთ დროს შანსები თანაბარია. უნდა ითქვას, რომ პირველ მატჩში მათ გვაჯობეს."
ტომაშ ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "პირველ მატჩში მათზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. სანტიაგო ბერნაბეუ ერთ-ერთი ის იშვიათი სტადიონია, სადაც თამაში ყველასთვის ძალიან რთულია, ამიტომ საკუთარი მოედნის უპირატესობის გამო, რეალს ამ მატჩში მცირე უპირატესობა აქვს. ალბათ, შანსებს 51%-49%-ზე შევაფასებდი."

ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: შტუტგარტი-ბაიერნი 3:1, ბაიერნი-რეალი 2:2, ბაიერნი-აინტრახტი 2:1, უნიონი-ბაიერნი 1:5, ბაიერნი-არსენალი 1:0;
რეალის ბოლო 5 მატჩი: რეალი-კადისი 3:0, ბაიერნი-რეალი 2:2, სოსიედადი-რეალი 0:1, რეალი-ბარსელონა 3:2, მანჩესტერ სიტი-რეალი 1:1.
რეალის ბოლო 5 მატჩი: რეალი-კადისი 3:0, ბაიერნი-რეალი 2:2, სოსიედადი-რეალი 0:1, რეალი-ბარსელონა 3:2, მანჩესტერ სიტი-რეალი 1:1.
რეალი-ბაიერნი:
ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი;
8 მაისი, 23:00;
სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი;
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი);
ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი;
8 მაისი, 23:00;
სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი;
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი);
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] გერმანული ფინალის განმეორება? - დორტმუნდი თავის მეტოქეს ელოდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F5uc8G4QPC2iiU7QQytAC8Nb1gL60UZQM.webp&w=3840&q=75)







