გუნდებმა ფინალამდე არც ისე რთული გზა გაიარეს, ჩელსიმ ნახევარფინალში ჩემპიონშიპის ბინადარი მიდლსბრო დაამარცხა, ხოლო ლივერპულმა ფულემს აჯობა ორმატჩიან დაპირისპირებაში.
გუნდები ცუდ ფორმაში არ ხვდებიან ფინალს - ორივეს სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო ტურში პოჩეტინოს გუნდმა მანჩესტერ სიტისთან არ წააგო, კლოპის გუნდმა კი ლუთონი გაანადგურა.
ინგლისის ლიგის თასი ყველაზე მეტჯერ ლივერპულს აქვს მოგებული, კერძოდ 9-ჯერ. ჩელსიმ კი ამ ტურნირზე ჩემპიონობა ხუთჯერ მოახერხა.
გუნდები ერთმანეთს ლიგის თასის ფინალში 2021/22 სეზონზეც შეხვდნენ, სადაც ლივერპულმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება მოიპოვა.
მაურისიო პოჩეტინო (ჩელსის მწვრთნელი): "კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია გვარდიოლასთან ერთად. ფინალში ფავორიტად ლივერპული მიმაჩნია. მათ ასეთ მატჩებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება აქვთ, ჩვენი მოთამაშეების გარკვეული ნაწილი კი ფინალში პირველად ითამაშებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ტიტულის მოსაპოვებლად, რთული სეზონი გვაქვს და გულშემატკივრები იმსახურებენ ამ თასს."

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ლივერპული ფავორიტია? - ეს ასე არაა, შანსები ფინალში ყოველთვის 50-50-ზეა. ჩელსისთან ბოლო თამაშის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ დიდი განვითარება აქვთ, ამიტომ ძალიან რთულ და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით."

ჩელსის ბოლო 5 მატჩი: მან. სიტი-ჩელსი 1:1, კრისტალ პალასი-ჩელსი 1:3, ასტონ ვილა-ჩელსი 1:3, ჩლსი-ვულვზი 2:4, ლივერპული-ჩელსი 4:1.
ლივერპულის ბოლო 5 მატჩი: ლივერპული-ლუთონი 4:1, ბრენტფორდი-ლივერპული 1:4, ლივერპული-ბარნლი 3:1, არსენალი-ლივერპული 3:1, ლივერპული-ჩელსი 4:1.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): ლივერპული-ჩელსი 4:1, ჩლსი-ლივერპული 1:1, ჩელსი-ლივერპული 0:0, ლივერპული-ჩელსი 0:0, ჩელსი-ლივერპული 0:0 (პენალტების სერია 5:6).
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი: პეტროვიჩი, გუსტო, დისასი, კოლვილი, ჩილველი, კაისედო, ენცო ფერნანდესი, გალაგერი, პალმერი, სტერლინგი, ჯექსონი.
დანაკლისი: ტიაგო სილვა (დიდი ალბათობით), კუკურეია, ფოფანა, ჯეიმსი, ბადიაშილე, ლავია, უგოჩუკვუ.
ლივერპული: კელეჰერი, გომესი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, მაკ ალისტერი, ენდო, გრავენბერხი, ელიოტი, გაკპო, ლუის დიასი.
დანაკლისი: ჟოტა, ჯოუნსი, არნოლდი, ალისონი, სობოსლაი, ბაიცეტიჩი, მატიპი. სალაჰის და ნუნიესის ამბავი მატჩის დღეს გაირკვევა.
ჩელსი - ლივერპული
ინგლისის ლიგის თასის ფინალი:
25 თებერვალი, 19:00 (თბილისის დროით);
უემბლი, ლონდონი;
მთავარი მსაჯი: კრის კავანა (ინგლისი);

![[პრევიუ] ინგლისის ლიგის თასის ფინალი: ჩელსი - ლივერპული](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FPHvr7053YvlDzhblAEAMQcwaR1tPnraf.webp&w=3840&q=75)







