ასტონ ვილა - ოლიმპიაკოსი
ბირმინგემში, პრემიერ ლიგის მეოთხეადგილოსანი ასტონ ვილა ოლიმპიაკოსს მიიღებს, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში საჩემპიონო პლეიოფში არის გასული.
აღსანიშნავია, რომ მეტოქეები არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს და დღეს პირველი დაპირისპირება გაიმართება. ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდები ამ თამაშს კარგ ფორმაში ხვდებიან. ორივე კლუბმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
კონფერენს ლიგის 1/4 ფინალში, ასტონ ვილამ ლილი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. ორი მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა, ხოლო პენალტები უკეთესად ბირმინგემელებმა დაარტყეს და შესაბამისად, 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს.
ოლიმპიაკოსმაც მძიმე ბრძოლა და თერთმეტმეტრიანების სერია გამოიარა 1/4 ფინალში. ბერძნული გუნდის და ფენერბაჰჩეს შორის დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში ფრედ, 3:3 დასრულდა, პენალტების სერია კი ოლიმპიაკოსმა 3:2 მოიგო და შემდეგ ეტაზე გავიდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ფიორენტინა - ბრიუგე
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის მეორე მატჩი იტალიაში, კერძო ფლორენციაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ფიორენტინა ბელგიურ ბრიუგეს უმასპინძლებს.
ასტონ ვილა V ოლიმპიაკოსის მსგავსად, ეს გუნდებიც ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან და დღეს პირველი დაპირისპირება გაიმართება. ფიორენტინამ ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო, ხოლო ბრიუგემ ხუთივე შეხვედრის მოგება მოახერხა, თანაც ისე, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
1/4 ფინალში ფიორენტინა ვიქტორია პლზენს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ორივე მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა, ხოლო იტალიურმა კლუბმა შემდეგი ეტაპის საგზური დამატებით დროში მოიპოვა. ბრიუგემ კი ბერძნული პაოკი მარტივად, ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.
სავარაუდო შემადგენლობები:
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის ორივე მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

![[პრევიუ] კონფერენს ლიგა: დაძაბული მატჩების მოლოდინი ბირმინგემსა და ფლორენციაში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F33cr5hYhhuEI4HrriKXBS36txflNodkx.webp&w=3840&q=75)








