დღევანდელ მატჩს ნაპოლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს. ქართველ შემტევს ბარძაყის ტრავმა აქვს, რის გამოც გუნდის ბოლო ორ ვარჯიში არ მონაწილეობდა.
მიუხედავად ამისა, ნეაპოლელთა მთავარი მიზანი გამარჯვებაა, რათა გუნდმა ევროტურნირებზე ასპარეზობის შანსები დაიტოვონ.
ამჟამად, ნაპოლის 50 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და ქულის მოპოვების შემთხვევაში კონფერენს ლიგის ზონაშიც შევა.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლის სერია ა-ში უკვე ზედიზედ 3 მატჩია არ მოუგია, ბოლო 5 მატჩიდან კი მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.
ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია უდიზესთვისაც, რადგან გუნდი სერი ა-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მათთვის ყველა ქულა გადამწყვეტია.
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ნაპოლი-რომა 2:2, ემპოლი-ნაპოლი 1:0, ნაპოლი-ფროსინონე 2:2, მონცა-ნაპოლი 2:4, ნაპოლი-ატალანტა 0:3;
უდინეზეს ბოლო 5 მატჩი: ბოლონია-უდინეზე 1:1, უდინეზე-რომა 1:2, ვერონა-უდინეზე 1:0, უდინეზე-ინტერი 1:2, სასუოლო-უდინეზე 1:1;
უდინეზე-ნაპოლი
იტალიის სერია ა, 35-ე ტური;
6 მაისი, 22:45 საათი;
სტადიუ ფრიული, უდინეზე;
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა აურელიანო.
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა, კაიუსტე, ლობოტკა, ანგისა, პოლიტანო, რასპადორი, ოსიმენი.

![[პრევიუ] კვარაცხელიას გარეშე - მოუგებელი სერიის შეწყვეტას ნაპოლი უდინეზესთან შეეცდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FwN045Um8yY6HlqMyvFxD3glrRcQYGUYu.webp&w=3840&q=75)







