ტუხელის გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია. გუნდმა, ბოლო 5 მატჩიდან, მხოლოდ ერთში შეძლო გამარჯვების მოპოვება. ბაიერნს შიდა ჩემპიონატში ლევერკუზენი 10 ქულით გაექცა, ალონსოს გუნდი სრული სვლით წინ მიიწევს. მიუნხენური გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.
ლაციო ამ მატჩს მარცხით ხვდება. სარის გუნდი ბოლო ტურში მილანთან დამარცხდა. "არწივებს" ამ შეხვედრაში 3 ფეხბურთელი გაუძევეს. ბაიერნის მსგავსად, "არწივებიც" ცუდ ფორმაში არიან, ბოლო 5 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ორში შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ამ მატჩს განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან გუნდის მთავარი ფორვარდები. ჰარი კეინი ბაიერნის საერთო ფონის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია. ინგლისელ ცხრიანს, ამ სეზონის ყველა ტურნირზე, უკვე 31 გოლი მოუგროვდა. მეორე მხრივ, ცუდ ფორმაშია ჩირო იმობილე. იტალიელმა ბოლოს სწორედ ბაიერნს გაუტანა, მას შემდეგ 34 წლის ფეხბურთელს მეტოქის კარი აღარ აუღია. ამ სეზონში ჩიროს ანგარიშზე მხოლოდ 10 გატანილი გოლია.
ტომას ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "ფინალის ტოლფასი შეხვედრა? - ასე არ ვფიქრობ. დამიჯერეთ, ლაციოსთან გამარჯვება ჩემზე მეტად არავის უნდა. შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენზე დიდი ზეწოლა იქნება, ორი ბურთის გატანა გვჭირდება იტალიური გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა. პირველმა მატჩმა დაგვანახა, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერია, თუმცა ჩვენ სახლში ვითამაშებთ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ."

მაურიციო სარი (ლაციოს მწვრთნელი): "ამ მატჩს მოუთმენლად ველოდებით. ეს იქნება რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო დაპირისპირება. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა უნდა გვქონდეს. ამ მატჩს, პირადად მე, პოზიტიურად ვხვდები და იმედი მაქვს, ფეხბურთელებიც ასეთ განწყობაზე იქნებიან. ჩვენებური ფეხბურთის ჩვენებას ვაპირაბეთ, უკან დახევა არ განიხილება."

ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: ფრაიბურგი-ბაიერნი 2:2, ბაიერნი-ლაიფციგი 2:1, ბოხუმი-ბაიერნი 3:2. ლაციო-ბაიერნი 1:0, ლევერკუზენი-ბაიერნი 3:0.
ლაციოს ბოლო 5 მატჩი: ლაციო-მილანი 0:1, ფიორენტინა-ლაციო 2:1, ტორინო-ლაციო 0:2, ლაციო-ბოლონია 1:2, ლაციო-ბაიერნი 1:0.
ურთიერთშეხვედრები: ბაიერნი-ლაციო 2:1, ლაციო-ბაიერნი 1:4, ლაციო-ბაიერნი 1:0.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, დე ლიხტი, კიმი, დეივისი, ლაიმერი, გორეცკა, ზანე, მიულერი, მუსიალა, კეინი.
დანაკლისი: ბოე, კომანი, სარი, მაზრაუი.
ლაციო: პროვედელი, მარუშიჩი, ხილა, რომანიოლი, ჰისაი, გენდუზი, ვესინო, ლუის ალბერტო, ფელიპე ანდერსონი, იმობილე, ზაკანი.
დანაკლისი: პატრიკი, როველა.
ბაიერნი - ლაციო;
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი;
5 მარტი, 23:55 (თბილისის დროით);
ალიანს არენა, მიუნხენი;
მთავარი მსაჯი: ზლავკო ვინჩიჩი (სლოვენია);

![[პრევიუ] ლაციო მიუნხენში ერთბურთიანი უპირატესობით ჩადის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbkTwS61PTfp7TJjG66vqfZ0jKayRy6PH.webp&w=3840&q=75)







