პრემიერ ლიგის შუა კვირის გამორჩეული მატჩი, ლონდონური დერბი, სადაც არსენალი, საკუთარ კედლებში, ჩელსის დაუხვდება. არტეტას ბიჭები საჩემპიონო რბოლაში არიან, პოჩეტინოს გუნდის პრობლემები კი გრძელდება...
"მეთოფეეები" ამ შეხვედრას 74 ქულით და პირველი ადგილით ხვდებიან. არტეტას გუნდი ლივერპულთან და მან. სიტისთან ერთად საჩემპიონო რბოლაში იმყოფება, შესაბამისად, ამ შეხვედრას ორმაგი დატვირთვა ექნება.
რაც შეეხება ჩელსის, "არისტოკრატები" მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან და ევროტურნირებზე გასვლის მიზერული შანსი აქვთ. პოჩეტინოს გუნდი უიქენდზე FA თასის ნახევარფინალში მან. სიტისთან დამარცხდა. პრემიერ ლიგაში პრობლემების გარდა, ჩელსიმ ვერცერთი თასის მოგება ვერ მოახერხა.
არსენალი და ჩელსი ისტორიის განმავლობაში 208-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: "მეთოფეების" ანგარიშზე 83 გამარჯვებაა, "არისტოკრატების" ანგარიშზე კი - 66. ამ ორ გუნდს შორის მატჩი ფრედ, 59-ჯერ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, მაგალაეში, კივიორი, რაისი, პარტეი, ოდეგორი, საკა, ჰავერცი, ტროსარი.
დანაკლისი: ტიმბერი, ტომიასუ.
ჩელსი: პეტროვიჩი, დისასი, ჩალობა, ტიაგო სილვა, ჩილველი, ენცო ფერნანდესი, კაისედო, მადუეკე, გალაჰერი, სტერლინგი, ჯექსონი.
დანაკლისი: კოლვილი, ნკუნკუ, ლავია, სანჩესი, ფოფანა, ჯეიმსი, გუსტო (სავარაუდოდ), პალმერი (სავარაუდოდ).
არსენალი-ჩელსი:
პრემიერ ლიგა, 29-ე ტური;
23 აპრილი, 23:00 საათი (თბილისის დროით);
ემირეითს სტედიუმი (ლონდონი);
საიმონ ჰუპერი (ინგლისი);
Premier League
[პრევიუ] ლონდონური დერბი: არსენალი-ჩელსი
![[პრევიუ] ლონდონური დერბი: არსენალი-ჩელსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FSQ0Kfj0pi6lgGvupt6eFZj5PJTShWhnY.webp&w=3840&q=75)








