გასული წლების მსგავსად, რეალი წელსაც ლა ლიგის მოსაგებად იბრძვის და ჯერჯერობით, თავს კარგად ართმევს. გუნდს 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ატლეტიკო საჩემპიონო რბოლას ჩამორჩა, თუმცა მაინც კარგ ფორმაშია. სიმეონეს გუნდს 47 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რეალს ლა ლიგაში სექტემბრის შემდეგ არ წაუგია და ბოლო გუნდი, ვინც ისინი დაამარცხა, სწორედ ატლეტიკოა. თავის მხრივ, "ატლეტიკომ" ბოლოს იანვრის დასაწყისში წააგო, იმის შემდეგ კი 4 შეხვედრა მოიგო.
კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "ამ მოკლე პერიოდში ატლეტიკოს მესამედ ვხვდებით და სცენარი ამ მატჩშიც უცვლელი იქნება - ყველა დაძაბულ შეხვედრას ელის. მოხარულები ვართ, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ვბრუნდებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი შეხვედრა იქნება".
დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ახალი არაფერია იმაში, რომ რეალი სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და დალაგებული გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენც კარგ ფორმაში ვართ, მთავარია საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნოთ, რომ სტუმრად გამარჯვება შეგვიძლია".
რეალის ბოლო 5 მატჩი: ხეტაფე - რეალი 0:2, ლას პალმასი - რეალი 1:2, რეალი - ალმერია 3:2, ატლეტიკო - რეალი 4:2, რეალი - ბარსელონა 4:1.
ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩი: ატლეტიკო - რაიო ვალეკანო 2:1, ატლეტიკო - ვალენსია 2:0, ატლეტიკო - სევილია 1:0, გრანადა - ატლეტიკო 0:1, ატლეტიკო - რეალი 4:2.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): ატლეტიკო - რეალი 4:2, რეალი - ატლეტიკო 5:3, ატლეტიკო - რეალი 3:1, ატლეტიკო - რეალი 1:1, რეალი - ატლეტიკო 3:1.
რეალი - ატლეტიკო
ესპანეთის ლა ლიგა, 23-ე ტური, 23:59 (თბილისის დროით)
სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი
მთავარი მსაჯი: ხოსე მარია სანჩესი (ესპანეთი)
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი: ლუნინი, კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, მენდი, ვალვერდე, კამავინგა, კროოსი, ბელინგემი, როდრიგო, ვინისიუსი
დანაკლისი: ალაბა, კურტუა, მილიტაო, ჩუამენი.
ატლეტიკო: ობლაკი, ჰერმოსო, სავიჩი, ვიტსელი, მოლინა, დე პაული, კოკე, ბარიოსი, ლინო, მორატა, გრიზმანი
დანაკლისი: ასპილიკუეტა, ხიმენესი, ლემარი, ვიტოლო.

![[პრევიუ] მადრიდული დერბი - ორი დაუმარცხებელი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F3bP0ckpE3aDXen62qh3WmwoCszqsh4ul.webp&w=3840&q=75)







