ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გიორგი მამარდაშვილის ხილვაა, რომელსაც კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელის და სამეფო კლუბის წინააღმდეგ, კარის მშრალად შენახვას შეეცდება.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია და მიუხედავად გუნდის არც თუ ისე კარგი შედეგებისა, მამარდა უკვე რამდენჯერმე დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
ვალენსია 36 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავი ისაა, რომ 2024 წელს გუნდს ლა ლიგაში საშინაო თამაში ჯერ არ წაუგია და ამ სერიის გაგრძელებას შეეცდება.
რაც შეეხება რეალს, ტრადიციულად, მადრიდელები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და მორიგ ტიტულს უახლოვდებიან. რეალი საოცარ ფორმაშია და ფავორიტად მიიჩნევა არამხოლოდ ლა ლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც.

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "ზოგადად, სეზონის განმავლობაში ყველაზე საკვანძო დრო სწორედ მარტი და აპრილია, რადგან ბევრი რამ ამ დროს წყდება, ჩვენ კი ეს ორი თვე მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ. მესტალიაში თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მატჩს კარგ განწყობაზე, კარგ ფორმაში ვხვდებით და უნდა გავიმარჯვოთ. იმავეს ფიქრობს ვალენსიაც, ამიტომ მაყურებელი კარგ თამაშს იხილავს."
რუბენ ბარახა (ვალენსიას მწვრთნელი): "მადრიდის რეალს ვეთამაშებით და ამით ყველაფერი ნათქვამია, თუმცა საკუთარ მოედანზე ვართ, გულშემატკივრის იმედი გვაქვს და უნდა შევეცადოთ, ქულა მოვიპოვოთ ან სულაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვექნება, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ."

ვალენსიას ბოლო 5 მატჩი: ვალენსია-სევილია 0:0, ლას პალმასი-ვალენსია 2:0, ვალენსია-ალმერია 2:1, ატლეტიკო-ვალენსია 2:0, ვალენსია-ბილბაო 1:0;
რეალის ბოლო 5 მატჩი: რეალი-სევილია 1:0, რაიო-რეალი 1:1, ლაიფციგი-რეალი 0:1, რეალი-ხირონა 4:0, ატლეტიკო-რეალი 1:1;
ვალენსია-რეალი:
ლა ლიგა, 27-ე ტური;
2 მარტი, 23:59 ( თბილისის დროით);
მესტალია, ვალენსია
მთავარი მსაჯი: ხესუს მანსანო;
სავარაუდო შემადგენლობები:
ვალენსია: მამარდაშვილი, ფულკიერი, დიახაბი, მოსკერა, გაია, პეპელუ, გილამონი, ლოპესი, გუერა, კანოსი, დურო.
დანაკლისი: ალმეიდა.
რეალი: ლუნინი, რუდიგერი, კარვახალი, ნაჩო, მენდი, კროოსი, ვალვერდე, ჩუამენი, ბრაჰიმი, ვინისიუსი, როდრიგო.
დანაკლისი: ალაბა, კურტუა, მილიტაო.

![[პრევიუ] მამარდაშვილის მორიგი დიდი გამოცდა, მესტალიას სამეფო კლუბი სტუმრობს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FZh95xTLsaLJ0REUXFFRbvAkR4jBD0Z0v.webp&w=3840&q=75)







