პრემიერ ლიგაში ჩატარებული 30 შეხვედრის შემდეგ, "წითლებს", ისევე როგორც მანჩესტერ სიტის, აქვს 70 ქულა, ლიდერ ლონდონის არსენალთან ჩამორჩენა 1 ქულას შეადგენს. ენფილდელებს ჩატარებული აქვთ 1 მატჩით ნაკლები, რაც ნიშნავს იმას, რომ მანკუნიანელებთან მოგების შემთხვევაში, ინგლისის ჩემპიონატში სწორედ ისინი გახდებიან ლიდერები.

ოლდ ტრაფორდის ბინადრები 48 ქულით მეექვსე ადგილზე არიან და მეხუთეადგილოსან ტოტენჰემამდე ჩამორჩენა, ამ დროისთვის, 9 ქულას შეადგენს. იქვე, მახლობლად არიან ვესტ ჰემი და ნიუკასლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. რთულად წარმოსადგენია ეს ყველაფერი იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ.
ოფიციალური ურთიერთშეხვედრები რომ გავიხსენოთ, ეს გუნდები ერთმანეთს 166-ჯერ შეხვდნენ. 50-ჯერ იმარჯვა ლივერპულმა, 68-ჯერ მანჩესტერმა, 48 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 13 ბურთი, გატანილი აქვს მოჰამედ სალაჰს, რომელიც მოედანზე დღესაც იქნება. იუნაიტედის მხრიდან საუკეთესო შედეგი, 7-7 ბურთი, აქვთ ჯორჯ ბესტსა და მარკუს რაშფორდს. ეგვიპტელი ფორვარდის მსგავსად, დღეს ეს უკანასკნელიც ითამაშებს.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ამ დაპირისპირების ისტორიულ შინაარს რომ თავი დავანებოთ, სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. დიახ, საჩემპიონო რბოლაში ვართ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. კონკურენტები ძალიან ძლიერები არიან, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჩვენი მაქსიმუმის გაღებას ვეცდებით".
ერიკ ტენ ჰაგი (მანჩესტერის მწვრთნელი): "ლივერპულის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. საუბარია პრემიერ ლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შესახებ. კლოპმა მერსისაიდში უბრალოდ ფენომენალური სამუშაო შეასრულა. ვიცით, რომ ეს მატჩი იოლი გასეირნება სულაც არ იქნება".
ლივერპულის ბოლო 5 მატჩი: ლივერპული-შეფილდი 3:1, ლივერპული-ბრაიტონი 2:1, მანჩესტერი-ლივერპული 4:3, ლივერპული-სპარტა 6:1, ლივერპული-სიტი 1:1;
მანჩესტერის ბოლო 5 მატჩი: ჩელსი-მანჩესტერი 4:3, ბრენტფორდი-მანჩესტერი 1:1, მანჩესტერი-ლივერპული 4:3, მანჩესტერი-ევერტონი 2:0, სიტი-მანჩესტერი 3:1;
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული: კელეჰერი, ვან დეიკი, ქუანსა, ბრედლი, რობერტსონი, ენდო, მაკ ალისტერი, სობოსლაი, სალაჰი, დიასი, ნუნიესი.
დანაკლისი: ტიაგო, ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ჟოტა, უილიამსი, ბაჯეტიჩი, დოუკი.
მანჩესტერი: ონანა, მაგუაიერი, კამბვალა, უან-ბისაკა, დალო, მაინო, მაქტომინეი, ბრუნო, რაშფორდი, გარნაჩო, ჰოილუნდი.
დანაკლისი: ლინდელოფი, შოუ, მალასია.
მანჩესტერი-ლივერპული:
პრემიერ ლიგა, 32-ე ტური;
7 აპრილი, 18:30;
მანჩესტერი, ოლდ ტრაფორდი;
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი.

![[პრევიუ] მანჩესტერი ლივერპულის საჩემპიონო რბოლიდან ჩამოშორებას ეცდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fl36UY4tNaz7Rd5tbSHZDcF2zQqSpKLHy.webp&w=3840&q=75)









