ეს არის ფრანგული ფეხბურთის ლე კლასიკი - იდეოლოგიური დაპირისპირება დედაქალაქის მაღალი ფენის წარმომადგენლებსა და ცხელსისხლიან ზღვისპირელებს შორის. ამ ორ კლუბს შორის დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა მას შემდეგ, რაც პარიზმა გადაასწრო "თეთრ-ლურჯებს", რითაც საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსი მოიპოვა.

ველოდრომელების ანგარიშზეა 10 ჩემპიონობა, "ლურჯ-წითლების" ანგარიშზე კი უკვე - 11. ისინი ასევე ახლოს არიან ლიგა 1-ში მორიგ ტრიუმფთან - 26 ტურის შემდეგ, სხვაობა მე-2 პოზიციაზე მყოფ მონაკოსთან 11 ქულას შეადგენს. რაც შეეხება ჟან-ლუი გასეს გუნდს, 39 ქულა და მე-7 ადგილი. როგორც ვხედავთ, პარკ დე პრენსის ბინადრებს სანერვიულო არაფერი აქვთ.
თვალი გადავავლოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას - 106 თამაში, 50-ჯერ იმარჯვა პარის სენ-ჟერმენმა, 35-ჯერ - მარსელმა, 21 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 11 ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს გატანილი. ოლიმპიკის მხრიდან პსჟ-ს კარი 5-ჯერ აიღო ჰერვ ფლორესმა და ეს ამ გუნდის საუკეთესო შედეგია.

ჟან-ლუი გასე (მარსელის მწვრთნელი): "პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ეს არის ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული დუელი და ცხადია, მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ. ქომაგები ოდნავ მოდუნებასაც არ გვაპატიებენ. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ომი გველის".
ლუის ენრიკე (პსჟ-ს მწვრთნელი): "ვიცი, თუ რას ნიშნავს, როდესაც პარის სენ-ჟერმენი მარსელს ეთამაშება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სატურნირო ცხრილსაც კი არ აქვს მნიშვნელობა. რა ელის პსჟ-ს ზაფხულში? - ამის შესახებ საუბრის დრო ახლა არ არის. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩია".
მარსელის ბოლო 5 მატჩი: რენი-მარსელი 2:0, ვილიარეალი-მარსელი 3:1, მარსელი-ნანტი 2:0, მარსელი-ვილიარეალი 4:0, კლერმონი-მარსელი 1:5;
პსჟ-ს ბოლო 5 მატჩი: მონპელიე-პსჟ 2:6, პსჟ-ნიცა 3:1, პსჟ-რეიმსი 2:2, სოსიედადი-პსჟ 1:2, მონაკო-პსჟ 0:0;
სავარაუდო შემადგენლობა:
მარსელი: ლოპესი, მბემბა, ბალერდი, ოუნაჰი, მერლინი, კონდოგბია, ვერეტუ, ჰარიტი, ნდიაიე, მუმბანა, ობამეიანგი.
დანაკლისი: რონგიერი, ჟიგო, კლაუსი, გარსია, მურილო, გუეიე, ონანა, ნადირი.
პსჟ: დონარუმა, პერეირა, ბერალდო, ლუკასი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, რუისი, დემბელე, რამოში, მბაპე.
დანაკლისი: მარკინიოსი, ასენსიო, შკრინიარი, კიმპემბე, რიკო, ბარკოლა.
მარსელი-პსჟ:
ლიგა 1, 27-ე ტური;
31 მარტი, 22:45;
მარსელი, ველოდრომი;
მთავარი მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

![[პრევიუ] მბაპეს ბოლო ლე კლასიკი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fz2W1IsYMXiT185EYHG3B0CZl0eqle0jH.webp&w=3840&q=75)









