პლეი-ოფში ინგლისის ნაკრებმა საკმაოდ რთული გზა გაიარა და 1/2 ფინალამდე ორი დამატებითი დრო დასჭირდა. 1/8 ფინალში საუთგეიტის გუნდმა სლოვაკეთი დამატებით დროში 2-1 დაამარცხა, ხოლო 1/4 ფინალში შვეიცარიას პენალტების სერიაში მოუგო.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები კი 1/2 ფინალში შედარებით მარტივად მოხვდა — კუმანის გუნდმა ჯერ რუმინეთს გაუტანა 3 უპასუხო გოლი, ხოლო 1/4 ფინალში თურქეთის ნაკრები 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებმა პლეი-ოფის საგზური ჯგუფში მე-3 ადგილით მოიპოვა.
ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს, ერთა ლიგის 1/2 ფინალში შეხვდნენ, სადაც ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. დამატებით ტაიმებში კი ნიდერლანდებმა 2 გოლი გაიტანა და ფინალში გავიდა. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა ნიდერლანდების მხარეს არის — 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან გამიმართლა ფეხბურთელებში — ჩვენ ერთ გუნდად ვართ შეკრული და ასე ვიბრძვით წარმატებისთვის. ევრო 2024-ზე წინა ტურნირებთან შედარებით განსხვავებული ატმოსფეროა და ეს კარგად მოქმედებს ფეხბურთელებზე. ჩვენი გულშემატკივრები მაქსიმალურად გვიდგანან გვერდში და ეს ყველაფერი თამაშის ხარისხზე დადებითად აისახება. რაც შეეხება ნიდერლანდებს — ძლიერი გუნდია, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი ჰყავს კუმანის სახით და ჩვენ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ."

რონალდ კუმანი (ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "1/2 ფინალში ორი ძლიერი გუნდი ხვდება ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ შანსები 50-50-ზე იქნება — იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ იდეალურად უნდა ვითამაშოთ. ინგლისმა 1/4 ფინალში დამატებითი დრო ითამაშა და შესაძლოა, ამან გავლენა მოახდინოს მატჩის ბოლო პერიოდში. ჩვენ მზად ვართ ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ და ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად."

სავარაუდო შემადგენლობები:
ნიდერლანდების და ინგლისის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

![[პრევიუ] მეორე ფინალისტი დორტმუნდში გაირკვევა — ნიდერლანდები V ინგლისი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F62ultXWzqKq67pbvDJyQibgid2XRbM1Y.webp&w=3840&q=75)








