უკრაინასთან წაგებული თამაშის შემდეგ, კვლავ ჯგუფის ლიდერებად ვრჩებით, თუმცა დღეს აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება, რათა ნოემბრის მატების წინ ჩვენს კონკურენტებთან უპირატესობა გვქონდეს.
ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: საქართველოს და ჩეხეთს 6-6 ქულა აქვთ, უკრაინასა და ალბანეთს 3-3, ამიტომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს ყველა ნაკრები ინარჩუნებს.
საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მარცხი დაივიწყა და ახალი მატჩისთვის აქტიურად ემზადება. როგორც ვილი სანიოლმა თქვა, ნაკრებმა ძალები აღიდგინა და სრულად მზად არიან.
ყვითელი ბარათების გამო, ჩვენს ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი დააკლდება, რომელსაც ამ ერთა ლიგაზე უკვე 2 გოლი აქვს გატანილი.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყე და ამაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე. იმედია, ეს გამოსწორდება და ხვალინდელ შეხვედრას სულ სხვანაირად დავიწყებთ, რადგან მატჩის კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ისევ ის გუნდი ვართ, რაც აქამდე ვიყავით. ის წარმატება, რასაც ბოლო დროს მივაღწიეთ, შემთხვევითი არ იყო. ეს ყველაფერი შრომიდან მოვიდა. ჩვენს თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ მოედანზე ნაკლები ძალები ჩავდოთ და მაინც მოვიგოთ. პირიქით, იგივე ძალისხმევა უნდა გამოვავლინოთ, როგორც აქამდე."

სილვინიო (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი): "ჯგუფი საკმაოდ თანაბარია და ყველა ნაკრებს შეუძლია ნებისმიერთან ქულების მოპოვება. პირველი შეხვედრა საკმაოდ ტაქტიკური და ფიზიკური იყო, სადაც გამარჯვება საქართველოს დარჩა. სანიოლმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია და მოგვიგო. საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს. უკრაინისა და საქართველოს მატჩს ვუყურე და ერთი დასკვნა გამოვიტანე - ამ ჯგუფში ერთი შეცდომაც კი ძვირად ფასობს. იმდენად თანაბარი ჯგუფია, რომ ყველა მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მატჩიც თანაბარი იყო და ყველაფერი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა"
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: უკრაინა-საქართველო 1:0, ალბანეთი-საქართველო 0:1, საქართველო-ჩეხეთი 1:0, საქართველო-ესპანეთი 1:4, საქართველო-პორტუგალია 2:0
ალბანეთის ბოლო 5 მატჩი: ჩეხეთი-ალბანეთი 2:0, ალბანეთი-საქართველო 0:1, უკრაინა-ალბანეთი 1:2, ალბანეთი-ესპანეთი 0:1, ხორვატია-ალბანეთი 2:2
საქართველო-ალბანეთი
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური
14 ოქტომბერი, 20:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა


![[პრევიუ] მნიშვნელოვანი 3 ქულის მოსაპოვებლად - საქართველო ალბანეთის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F2DFAvJNUqvI3Qpj27mDkq9fJ6Y4LLKxJ.webp&w=3840&q=75)








