ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ "მეთოფეები" ბავარიელების ბარიერის დაძლევისთვის უკვე მომწიფდნენ და თითქოს წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც გერმანელი მეტოქე მათ არ ინდობდა. ვნახოთ, რა იქნება. ყველა კითხვას პასუხი ალიანც არენაზე გაეცემა. ბუნდესლიგაში დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, ტომას ტუხელის გუნდს დასაკარგი აღარაფერი აქვს.

ტომას ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგაზე დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, ფავორიტად მოიაზრება ბაიერნი, თუმცა მხოლოდ წარსულში მომხდარი მოვლენებით დღევანდელ მატჩს ვერ მოვიგებთ. არსენალის მხრიდან ყველაზე მეტად ვუფრთხი ორ მოთამაშეს: ოდეგორსა და საკას".
მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "შეხვედრების ჩატარება გვიწევს ყოველ სამ დღეში ერთხელ და ეს სრული სიგიჟეა. ასტონ ვილასთან თამაშის შემდეგ, ყურადღების გადატანა მომენტალურად ბაიერნზე მოგვიწია. იქონიებს თუ არა ბირმინგემელებთან დაფიქსირებული 0:2 დღევანდელ შედეგზე? არა, ეს სულ სხვა მატჩია".
სავარაუდო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი
მიუნხენი, ალიანც არენა
მთავარი მსაჯი: დენი მაკელი

![[პრევიუ] მორიგი დრამატული და სანახაობრივი მატჩის მოლოდინში, ამჯერად მიუნხენში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6msVy6b56F3jIVLTUgQZX6kf77yx2G4h.webp&w=3840&q=75)









