ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნაპოლიმ მწვრთნელი გუშინ შეიცვალა და ფრანჩესკო კალცანოს პირველივე შეხვედრაში დიდი გამოცდა ელის, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ნაპოლისთვის.
ბარსელონას მწვრთნელი არ შეუცვლია, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავის კატალონიური გრანდიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს. მიმდინარე წელს მისი გუნდის შედეგები არადამაკმაყოფილებელია.
ბოლო დღეებში, აქტიურად იწერება, რომ ზაფხულში ბარსელონა მარცხენა შემტევის დამატებას აპირებს, მთავარ ფავორიტად კი ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურა განიხილება. კვარაცხელია დღეს მისი პოტენციური კლუბის წინააღმდეგ ცდის ძალებს.
24 ტურის შემდეგ, ნაპოლის იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, ბარსელონა კი ლა ლიგაში 54 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ჩავი (ბარსელონას მწვრთნელი): "შეტევაში ნაპოლის კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ოსიმენი, კვარაცხელია, პოლიტანოს ტრიო საკმაოდ სახიფათოა და ეს არაერთხელ დაამტკიცეს.კვარაცხელია უმაღლესო დონის ფეხბურთელია. მას შეუძლია როგორც გოლების გატანა, ასევე საგოლე გადაცემების გაკეთება და ერთ-ერთზე ნებისმიერის მოტყუება. ასე რომ, კვარაცხელიასთან ყურადღება არცერთი წამით არ უნდა მოვადუნოთ"
ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "ფეხბურთელებთან ბევრი არ მისაუბრია. უბრალოდ ვუთხარი, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდის მოსამზადებლად დიდი დრო არ მქონია, თუმცა მთავარია, მენტალურად ვიყოთ მომზადებულები. ბარსელონას ძლიერი გუნდია, მათი თამაში განვიხილეთ და ვეცდებით, სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ."

ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ნაპოლი-ჯენოა 1:1, მილანი-ნაპოლი 1:0, ნაპოლი-ვერონა 2:1, ლაციო-ნაპოლი 0:0, ნაპოლი-ინტერი 0:1
ბარსელონას ბოლო 5 მატჩი: სელტა-ბარსელონა 1:2, ბარსელონა-გრანადა 3:3, ალავესი-ბარსელონა 1:3, ბარსელონა-ოსასუნა 1:0, ბარსელონა-ვილიარეალი 3:5
ნაპოლი-ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი
დრო: 21 თებერვალი, 23:59(თბლისის დროით)
სტადიო დიეგო არმანდო მარადონა, ნეაპოლი;
მთავარი მსაჯი: ფელიქს ზაიერი (გერმანია)
მთავარი მსაჯი: ფელიქს ზაიერი (გერმანია)
სავარაუდო შემადგენლობები:
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგორი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო
დანაკლისი: ზიელინსკი
ბარსელონა: ტერ-შტეგენი, კუნდემ არაუხო, მარტინესი, კანსელო, დე იონგი, კრისტენსენი, გუნდოგანი, იამალი, პედრი, ლევანდოვსკი
დანაკლისი: ალონსო, ბალდე, გავი, ტორესი

![[პრევიუ] ნაპოლის ახალი მწვრთნელის დიდი გამოცდა - კვარაცხელია თავისი პოტენციური კლუბის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F1vKBOIXW9RoVcuAu977S91AvnUYmj24H.webp&w=3840&q=75)







